საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებენ. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის...
სოციალურ ქსელების საშუალებით იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ საქართველოს მოქალქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იტალიის მთავრობამ გამოსცა ახალი საემიგრაციო კანონი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების ლეგალიზაციას ეხება. ამასთან დაკავშირებით DIASPORA.GE დავუკავშირდით იტალიის რესპუბლიკის სასამართლოს მედიატორს, აკრედიტირებულ თარჯიმანს იტალიაში და ასოციაცია A.I.S. პრეზიდენტს ქალბატონ ნინო რურუას: ,, უპირველესად...
ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას, როგორც უვიზო მიმოსვლის, ასევე სავიზო რეჟიმის პირობებში, ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, რომლის შედეგად მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამის ქვეყანაში მისი შესვლის თაობაზე. გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია თან იქონიოთ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თქვენი მგზავრობის მიზანს.
ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებული ხართ...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით სახელმწიფომ სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავად შეხვდა დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. სამინტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს უკვე...
საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კონსულტაციის მიზანია, დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სრულად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზაცია და მარტივად გაიაროს ადაპტაცია.საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს მოქალაქეს გაუწიოს კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:
...
საქართველომ ბინადრობის ნებართვაზე არალეგალური მიგრაციის პრევენციის დამატებითი მექანიზმები დაამტკიცა.
საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. კანონპროექტზე მუშაობაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
საკომიტეტო განხილვაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინიციატივით კანონის ის ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებული ვერსია წარდგება. „რაც შეეხება სისხლის სამართლის ნაწილს, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეეხებათ. შესაბამისად, ჩანაწერი, რომელმაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება,...
,, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ეს არის დიდი უზნეობა და უსამართლობა და იმედი მაქვს ოთხივე საპარლამენტო ძალა, ამ ე.წ. კანონის პროექტს თავზე გადაახევს მის ავტორს ვინც არ უნდა იყოს ის და თუ ამას არ გააკეთებს ეს საპარლამენტო ძალები გავაკეთებ მე ემიგრანტებთან ერთად ! - აცხადებს ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის...
,, სავიზო რეჟიმის დარღვევა არც ერთ ქვეყანაში არაა სისხლის სამართლის დანაშაული" - განაცხადა ტელეკომპანია იბერიას ეთერში გადაცემა “ახალი ამბები არჩილ გამზარდიას ერთად ” სტუმრობისას საქართველოდან უცხოეთში წასვლის მსურველებისათვის კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მომზადებულ გადაცემაში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტმა ზაალ სარაჯიშვილმა.
მისი თქმით აღნიშნული კანონპროექტის ის მუხლები, რომლებთან დაკავშირებითაც...