საქართველოს საელჩოს კოპენჰაგენში 18 მაისიდან ოფიციალურად ქალაქის ეკონომიკურ ცენტრში, კალვებოდ ბრიუგეს 45 ნომერში გადადის. ძველი შენობისგან განსხვავებით, ახალი სივრცე თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და ქართულ იუსტიციის სახლსაც წააგავს. დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის ინიციატივით, საელჩოს შიდა სივრცეში, თითოეულ კარს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის დასახელება აქვს, რაც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს....
აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატის წმ. გრიგოლ ხანძთელის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ბავშვთა ქართული ცეკვის ანსამბლი „იბერიელები“ პრეზიდენტის სასახლეს ესტუმრნენ, სადაც მათ საქართველოს პრეზიდნტმა უმასპინძლა.ანსამბლის შემადგენლობაში არიან ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვები. ანსამბლის წევრებმა სასახლე დაათვალიერეს და პრეზიდენტთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/980590112109262/
ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნილთა სიას საქართველოს ორი მოქალაქე - გიორგი ალიევი და გრიგოლ ბერიკაშვილი დაამატა. ორივე მათგანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით, ანუ უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსით ეძებს. გიორგი ალიევი 21 წლის გახლავთ. ინტეროპოლის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის რუსთავის მკვიდრია. რაც შეეხება გრიგოლ ბერიკაშვილს, ის გასული წლის ივლისში 55 წლის ასაკში საბერძნეთში გაუჩინარდა. წყარო...
მიხეილ ჯანელიძეს პრემიერი ბახტაძე საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა. ახალი პრემიერის განცხადებით განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან, თუმცა ამ ეტაპზე  მან მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ...
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის (EACD) მონაწილეებს უმასპინძლეს, რომლის სლოგანიცაა "ერთად უფრო ძლიერები ვართ". https://www.facebook.com/PresidentMargvelashvili/videos/957924507709156/?t=10 ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის თბილისში ჩატარების მიზანია ბავშვთა ასაკში შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მდგომარეობის შესახებ ინტერესის გაზრდა; ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეცნიერებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნის გაფართოებას; ახალი კვლევებისთვის იდეების...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წელს ევროპის ქვეყნებში დაკავებული ე.წ. „კანონიერი ქურდების“ და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს და აცხადებს რომ: ,, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ამ მიმართულებით უწყება ეფექტიან ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა...
ჩემთვის და მთელი მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში. “ჩემთვის მიუღებელია ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში და რა თქმა უნდა მთავრობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ასევე მათი არსებობა. მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას...
საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა კანადის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ფრედ გორელს, რომელთანაც განიხილა კანადის ბაზარზე ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შეტანის საკითხები.
2018 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენისსწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.- ნათქვამია საგარეოს საქმეთა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში .  მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ისაუბრებს ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე . მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს...
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან სპეციალური რეისით სამშობლოში 166 ადამიანი დაბრუნდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების...