დეპორტაციის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქებს სამშობლოში 30 ივლისს ლარნაკადან დააბრუნებენ. კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით სპეცრეისი ლარნაკა-თბილისის მიმართულებით 30 ივლისს განხორციელდება და მას ავიაკომპანია Georgian Airways-ი შეასრულებს. თითოეულ მგზავრს კი სამშობლოში 23 კგ-იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ-იანი ხელბარგის წაღების უფლება აქვს...
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რომიდან სპეციალური რეისით სამშობლოში 166 ადამიანი დაბრუნდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების...
როგორც ცნობილია COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პრობლემის რეგულაციული მართვის და მოქალაქეთა ეფექტური დახმარებისთვის გარკვეული ქმედითი მექანიზმები შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი...
ესპანეთში საქართველოს საელჩოს თანადგომით ორი ოჯახი, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავდათ სამშობლოში უსასყიდლოდ დაბრუნდნენ, აღნიშნული ფაქტი 15 ივლისს ავიაკომპანიამ Myway Airlines მიერ ჩარტერული რეისის ბარსელონადან საქართველოს მიმართულებით განხორციელებისას მოხდა .საიდანაც 181 საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანას მშვიდობით დაუბრუნდა. სწორედ მათ შორის იყვნენ მ. გვარამაძის...
როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალური რეისით ვარშავა-თბილისი სამშობლოში 171 ადამიანი მშვიდობით და ექსცესების გარეშე დაბრუნდა. შეგახსენებთ რომ პრემიერ გახარიას მთავრობის გადაწყვეტილებით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. „მგზავრებმა აეროპორტშივე...
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ელჩი თურქეთის იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებშიც საკარანტინო რეჟიმი არის შემოღებული. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი,...
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქე რომელიც საელჩოსთან დაკავშირებას ცდილობდა დახმარებისთვის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. უწყების ცნობით, ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება. „აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის არის საკონსულო...
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრებზე ზომები გაამკაცრა, ამჯერად საკარანტინო სივრცეებში მოათავსებენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოვლენ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა, რომელსაც ბილეთები უკვე დაჯავშნული აქვს, კარანტინს თავი აარიდოს და მოგზაურობა გაურკვეველი დროით გადადოს, რამაც შესაძლოა ავიაკომპანიები დააზარალოს, ხოლო ქვეყანა კი თანდათან იზოლაციაში...
იურისტების შეფასებით პრეზიდენტის განცხადება თავშესაფრის მთხოვნელ ემიგრანტებს დამატებით საფუძველს უქმნის, რომ მათი მოთხოვნა მოითხოვონ თავშესაფარი რეალურია და ისინი საკუთარ სამშობლოსი დევნას ან სხვა სახის შევიწროებას განიცდიან. შეგახსენებთ რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დროს განაცხადა რომ :,, ...
იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქართველი პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში იტალიის ელჩმა, ენრიკო ვალვომ ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან  შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული...