თურქეთის ქალაქ იზმირში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი ხდება რომ ამავე ქალქში სამუშაოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე, ქუთაისელი ნათია ჩუბინიძე გარდაიცვალა. ემიგრანტების მიერ ინფორმაციის ინფორმაციის თანახმად გარდაცვალება გულის გაჩერებამ გამოიწვია.
ქართველი მკვლევარი ირმა შამათავა-შიბითიძე ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. ეს სასიხარულო ამბავი თავად მეცნიერმაც დაადასტურა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ქალბატონ ირმას სამეცნიერ მოღვაწეობის აღიარებას საჯარო მილოცვით გამოემაურა საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე: ,,აშშ-ში ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, ერთერთი ყველაზე პრესტიჟული Dartmouth College - ის მკვლევარი დოქტორი, ქალბატონი ირმა შამათავა-შუბითიძე...
აშშ-ში ქართველი კანდიდატი აირჩიეს
აშშ-ში, ნიუ იორკში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-20 შეხვედრაზე გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი, დოქტორი ლია ნადარაია, 2019-2022 წლების ვადით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად აირჩიეს.
საქართველოსთან ერთად, კომიტეტში არსებულ 12 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 16 ქვეყნის კანდიდატი.
არჩევნების შედეგად, კომიტეტის წევრებად არჩეულ...
ათენში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგნენ და მიიღონ არჩვენეში მონაწილეობის უფლება, რისთვისაც ისინი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობენ. საინიციატივო ჯგუფის სახელით საჯარო განცხადებაც გავრცელდა:,, როგორც მოგეხსენებათ 28 ოქტომბერს ტარდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები....
საბერძნეთის პარლამენტში უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრაზე ორი ქართველი სტუდენტი, სტუდენტების და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანელიძე და ამავე ასოციაციის კონკურსის ,,წლის სტუდენტი 2017" -ის ჯილდოს მფლობელი და ათენის სახელმწიფო უნვერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე იქნენ მიწვეულები.
სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამის დამფუძნებელი,პროფესორი,ცნობილი ენათმეცნიერი პანაიოტის კონდოსი, საბერძნეთის პარლამენტის...
ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია - სახელწოდებით „კუში -2“ ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა. მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური...
2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა და მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო,ხოლო შერჩევის დასკვნით ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიამ მიმდინარე წელს 76 კონკურსანტიდან ხმათა უმრავლესობით 15...
საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზვიად კვაჭაბტირაძის მიმართვა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მიღების თაობაზე.
მეგობრებო,
უპირველეს ყოვლისა მინდა მივმართო ქართულ ემიგრაციას, რომელიც ახლა გულდასმით გვადევნებს თვალს, ვინაიდან ისინი მოუთმენლად ელოდებოდნენ პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების მიღებას.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ...
ქეთა რიჟამაძე ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო თავის გამოჩენა. 2 წელია იტალიაში ცხოვრობს, ქალაქ სალერნოში, სკოლის მოსწავლეა. ცოტა ხნის წინ გადაიღეს იტალიურ მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა გიფონის ფილმის ფესტივალისათვის, იტალიელი რეჟისორის ლუკა მოლტისანტის მიერ. ფილმში "ფოლოუერი", რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ანონიმური პირების მიერ მოზარდების კონტროლირებას და...
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე სახლიდან გაუსვლელად. საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის ამ მისამართზე- http://psh.gov.ge/main/page/6/358 შესაძლებელია შეავსოთ ელექტრონული განცხადება, ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით.
ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება...