31 ივლისს , ათენში საქართველოს საელჩოში საბერძნეთის რესპუბლიკაში, ბესიკ ხარანაულის წიგნის ,,ხეიბარი თოჯინა" ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მიწვეულ საპატიო სტუმრებს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუა მიესალმა და ქართველი მწერლის შემოქმედების ბერძნულ ენაზე შესრულებული თარგმანის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ორი...
,,სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები უფრო და უფრო გაძლიერდეს." - ეს განცხადება დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში გააკეთა: ,, ქართულ საელჩოებს და საკონსულოებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ამ ფუნქციის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად, ჩვენი ოჯახებიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი რჩებათ ყურადღების...
საბერძნეთის სუპერლიგის კლუბმა „ლამიამ“ 26 წლის ქართველ თავდამსხმელთან, ბაჩანა არაბულთან კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, არაბულმა კომენტარი გააკეთა.
„ბედნიერი ვარ, რომ „ლამიაში“ ჩავირიცხე. მოუთმენლად ველი, რომ გუნდის ფორმა მოვირგო და გულშემატკივრები და ქალაქი გავახარო. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ...
11 ივნისს ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში გაიმართება წიგნის “ცოცხალი ანბანი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ალექსანდრე მიქაბერიძე, გამომცემელი ცირა კემულარია, ხოლო წიგნი ხელოვნების სასახლეში თქვენი მონა მორჩილის რედაქტორობით მომზადდა, გამოცემას შესანიშნავი დიზაინერობა ირაკლი ზამბახიძემ გაუწია.
გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორის განცხადების თანახმად ლონდონში, აზიის სამეფო საზოგადოებაში ქართული ანბანის და მასზე შექმნილი წიგნის...
რადიო თავისუფლების გადაცემა ,,პერსპექტივაში" ოქროპირ რუხაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოში ცხოვრობენ. ამჟერად შინ -უცხოეთში ჯაბა გეგეშიძეს ეწვია, პრაღის ნაციონალური დრამისა და ოპერის თეატრის დასის მომღერალმა კი ჩეხეთის დედაქალაქში, მდინარეზე, ნავში იმღერა. კლასიკური მუსიკის ქალაქში ქართული ჰანგები წყალზე აჟღერდა. იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=GHUCoXJpwWw
კვიპროსში ქალაქ პაფოსში, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელებიც ყალბი დოკუმენტებით მუშაობის უფლებას ითხოვდნენ. Sigma Live-ის ინფორმაციით, დაკავებულები ახალგაზრდა ქალბატონები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები 19 ივნისს პაფოსის საიმიგრაციო სამსახურში მივიდნენ და მუშაობის ნებართვის მიღება მოითხოვეს საბერძნეთის და ლატვიის მოქალაქეების პასპორტების წარადგინის საფუძველზე, თუმცა გადამოწმების შემდგომ წარდგენილი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდა.
მათ...
მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი წარმატებული ქართველი ცხოვრობს, რომელთა შესახებ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არავინ იცის. „რეიტინგი“ ამჯერად გაგაცნობთ ახალგაზრდა მუსიკოსს, წარმატებულ დიჯეის, რომელიც იბიცაზე ცხოვრობს. გიორგი ქადარია საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა და უცხო ქვეყანაში ისეთ წარმატებას მიაღწია, ხვალ მსოფლიოს ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე Tomorrowland დაუკრავს.
- დიჯეობამ სკოლის ასაკში გამიტაცა. ბოლო კლასებში...
ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის პერფორმანს, პარიზში, საფრანგეთის მთავარ დღესასწაულზე, საოცარი გამოხმაურებები და შეფასებები მოჰყვა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ია მახარაშვილი წერს, რომელიც ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტს დაესწრო. როგორც ის ამბობს, სცენაზე უამრავი ცნობილი შემსრულებელი იდგა, თუმცა საფრანგეთმა წამყვან მუსიკოსად ხატია აირჩია.
მახარაშვილი ყვება იმ ემოციასა და შეფასებებზე, რომელიც...
sputnik-georgia.com -ის რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ნიუ-იორკში „ჩავიდა“, რათა იქ ჟურნალისტმა თეონა გოგნიაშვილმა ულამაზესი და წარმატებული ახალგაზრდა ქალბატონი გაგაცნოთ.
მისი ამბავი კონკიას ზღაპარივითაა: 16 წლის ასაკში მისი კერპის მარია შარაპოვას მსგავსად თმა ქერად შეიღება და გარეგნულად საყვარელ ჩოგბურთელს დაემსგავსა, თუმცა, არა მხოლოდ გარეგნულად.
© PHOTO: COURTESY OF DIANA DAVITAIA
დიანა დავითაია
დიანა დავითაიამ ჩოგბურთის...
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით იტალიის საპორტო ქალაქ ვენტიმილიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება იტალიური მედიის ცნობით, 45 წლის მამაკაცი ერთ-ერთ სახლში დანაშაულის ჩადენის მომენტში აიყვანეს. მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. დაშავდა სამი სამართალდამცველი. იტალიურმა მედიამ ჩვენი თანამემამულე ბინების სერიულ ქურდობაში ბრალდებულად გააცნო იტალიურ საზოგადოებას.
როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება...
































