საკონსულოებში პასპორტის მისაღებად 50%-იანი და 100% იანი შეღავათის შესახებ

0
4242

საქართველოს საკონსულოებში პასპორტის მისაღებად 2020 წელს მომსახურების საფასურად 130 აშშ დოლარია დადგენილი, ევროპის  ქვეყნებში სადაც ეროვნული ვალუტად ევრო გამოიყენება  საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ პასპორტი 119.28 ევროდ მიიღონ.  მსურველმა ასევე უნდა, გაითვალისწინოს რომ საკონსულოს ანგარიშზე თანხა წინასწარ უნდა ჩაირიცხოს სრულად და მომსახურეობის გაწევის დაწყებამდე წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსულოში საქართველოს მოქალაქისთვის მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნება.

თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები როდესაც შესაძლებელია თანხა ნაწილობრივ ან სრულად არ გადაიხადოთ მაგალითად იმ შემთხვევაში თუ წარმოადგენთ შემდეგ კატეგოარიებს :

50% -იანი  ფასდაკლება ეკუთვნით 18 წლამდე პირებს და იძულებით გადაადგილებულ პირებად/დევნილებად ცნობილებს. ხოლო 100% – ანუ სრულიად უფასოდ შეიძლება მიიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ანუ საკონსულოში გადასახადის გარეშე

. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა,

.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეებმა,

. საზღვარგარეთ სასჯელაღსრულების ან თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში, სადეპორტაციო დაწესებულებაში ან სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფმა პირებმა.

. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.

აღნიშნული კატეგორიის არსებობის შემთხვევაში მოქალაქის შესაბამისი განცხადების და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საკონსულოს დაწესებულების პასუხისმგებელი პირი ვალდებულია კანონის სრული დაცვით შეღავათით ან სრულიად უფასოდ გაგიწიოთ მომსახურება.