იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს საყურადღებო რჩევას აძლევს იტალიაში მოღვაწე კულტურათაშორის მედიატორი თეონა კასარელი როგორ უნდა შეამოწმონ მათ ლეგალიზაციის მოთხოვნის პრაქიკული პროცესი.
თუ როგორ შევამოწმოთ ლეგალიზაციაზე გაგზავნილი პრაქტიკა და თუ რომელ ბიუროკრატიულ საფეხურზეა ის ამისათვის საჭიროა
დაინტერესებული პირი შევიდეს პორტალზე https://questure.poliziadistato.it (შესაძლებელია ასევე ენის შეცვლა და მაგალითად ინგლისური ან რუსული ენის არჩევა) შემდგომ კი მოძებნოთ გრძელ გრაფაში( numero pratica o assicura) ჩაწეროთ 12 ნომრიანი ალფანუმერული ციფრი (lo user Id ) რომელიც მითითებულია ფოსტის გზავნილზე ან თქვენი პრაქტიკის 10 ნომრიანი ციფრი, რომელიც მითითებულია ,,რიჩევუტაზე,, და გააგზავნოთ!
წინასწარ მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ დიდი ნაწილი მიიღებთ პასუხს, რომ თქვენი პრაქტიკა დამუშავების ეტაპზეა. ” -განმარტავს ქალბატონი თეონა კასარელი.