ყურადღება! საბერძნეთში თავშესაფრის დოკუმენტში(ასილო) სამედიცინო კოდი(ამკა) გაერთიანდა

0
2690

 გაცნობებთ რომ ვისაც თავშესაფრის საბუთი (ასილო/იგივე კატეხაკი) გაქვთ, ან ეხლა აიღებთ, აღარ გჭირდებათ ამკის გაკეთება. აიღებთ თვითონ თავშესაფრის სამსახურიდან პააიპას ნომერს რომელიც იგივე დროებითი ამკაა თქვენთვის.
გაეცანით პოსტს და ნახეთ ზუსტად თუ რა არის პ.ა.ა.ი.პ.ა!

რა არის პ.ა.ა.ი.პ.ა.(Π.Α.Α.Υ.Π.Α.)?

პ.ა.ა.ი.პ.ა.(Π.Α.Α.Υ.Π.Α.): უცხო ქვეყნის მოქალაქის დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაცვის დროებითი ნომერი.
მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც შეტანილი აქვთ განცხადება საერთაშორისო დაცვის სტატუსზე, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი შესაბამის ორგანოებში Π.Α.Α.Υ.Π.Α.-ას ასაღებად.
ეს ნომერი არის უნიკალური, შეესაბამება სრული რეგისტრაციის მოწმობას და ასევე უზრუნველყოფს ჯანდაცვის, სამედიცინო და მედიკამენტური მომსახურეობის, სოციალური დაცვისა და შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობას.
Π.Α.Α.Υ.Π.Α.-ას გამცემი კომპეტენტური ორგანო არის თავშესაფრის სამსახური, რომელიც ექვემდებარება იმიგრაციის და თავშესაფრის სამინისტროს.
საერთაშორისო დაცვის განცხადების სისტემაში რეგისტრაციის დროს, თავშესაფრის სამსახური პარალელურად ახდენს Π.Α.Α.Υ.Π.Α.-ას გაცემას Η.ΔΙ.Κ.Α. Α.Ε.-ეს (ელექტრონული მმართველობის სოციალური უზრუნველყოფა) ელექტრონული მომსახურეობის მეშვეობით.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გადაამოწმონ გაცემულია თუ არა Π.Α.Α.Υ.Π.Α.-ას ნომერი ΗΔΙΚΑ Α.Ε.-ეს პორტალზე თავიანთი მონაცემების ჩაწერით – „მააქვს Π.Α.Α.Υ.Π.Α. ?“ “”έχω Π.Α.Α.Υ.Π.Α;””
https://www.amka.gr/have-paaypa/
ამკის შემცვლელი ნომერი მათთვის ვისაც აქვს მოთხოვნილი თანშესაფარი და აქვს შესაბამისი საბუთი. თავშესაფრის საბუთის ჩამორთმევის შემთხვავაში კარგავთ Π.Α.Α.Υ.Π.Α.-აც, ხოლო თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის დადებითი პასუხის შემთხვევაში Π.Α.Α.Υ.Π.Α. შეიცვლება ამკით (ΑΜΚΑ)