საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე საქართველოს სტუდენტურ პარლამენტში დიასპორის კომიტეტში აირჩიეს .
სტუდენტური პარლამენტი არის არა სამთავრობო ორგანიზაცია ,,ICSU”-ს ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წელს. აღნიშნული პროექტი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და აძლევთ მათ საშუალებას პირველი რიგებიდან დაინახოს და შეაფასოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა. ასევე აღსანიშნავია რომ სტუდენტური პარლამენტი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ სრულფასოვან ლიდერებად, მათ უწევთ ყველა პროცესის მართვა დამოუკიდებლად. ამ ეტაპზე სტუდენტური პარლამენტი აერთიანებს 5000-ზე მეტ ახალგაზრდას, აღსანიშნავია რომ სტუდენტური პარლამენტის წევრების რაოდენობა, მისი დაარსების წლიდან, ყოველი სემესტრის შემდგომ ორმაგდება. რაც შემეხება მე, თავდაპირველად დავიწყე საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის წევრობით, ერთი წლის შემდეგ, ძალიან მაღალი ქულების დაგროვების შემდეგ, დამაწინაურეს და დავინიშნე, გიორგი ომარაშვილის ადმინისტრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ. წელს კი წილად მხვდა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობა. აღნიშნული სფერო მეტად საინტერესო და საპასუხისმგებლოა. ეს თითოეული ქართველისთვის მეტად სენსიტიური თემა, სწორედ ამიტომ მოითხოვს დიდ ყურადღებასა და ძალისხმევას. ვიმედოვნებ კარგად გავართმევთ თავს ჩვენი კომიტეტის საქმიანობას, მე და ჩემი გუნდი, რომლებიც სავსეა ახალი ენერგიით და ახალი ხედვებით- განცხადა დიასპორულ მედია მაუწყებელთან კომენტირებისას გიორგიმ ასპანიძემ.
,,დღეს მხვდა პატივი წარმოვადგენდე საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს, კერძოდ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს თავჯდომარის მოადგილის რანგში, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას გამოცხადებული ნდობისათვის, განსაკუთრებით კი კომიტეტის თავჯდომარეს. იმედი მაქვს, რომ ძალიან კარგ საქმებს გავაკეთებთ, ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის, ერთობილივი ძალისხმევით. მოგიწოდებთ სტუდენტებს შემოგვიერდით” – განაცხადა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა ჯანელიძემ.