ყველაფერი GREEN CARD-ის (ამერიკის ვიზის) შესახებ

0
1318

2020 წლის 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს რეგისტრაცია და გაგრძელდება 9 ნოემბრის ჩათვლით

რეგისტრაციისთვის საჭიროა იცოდეთ:
აუცილებელი მოთხოვნა: მხოლოდ გამთამაშებელს ევალება იქონიოს უცხოური პასპორტი. მსურველებს გირჩევთ სასწრაფოდ შეიტანოთ მოთხოვნა პასპორტის აღებაზე და/ან ვადის განახლებაზე, რომ მოასწროთ გათამაშებაში მონაწილეობა. შესაძლოა ეს მოთხოვნა ბევრმა ვერ შეასრულოს, ამოტომ მონაწილეთა რაოდენობა წელს მკვეთრად შემცირდება, რაც გაზრდის მოგების შანსს – გაითვალისწინეთ.

  • “გრიინ ქარდის” გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პიროვნებას 18 წლიდან;
  • თუ პიროვნება კანონიერ ქორწინებაშია(ხელი აქვს მოწერილი), თან უნდა მოიყვანოს მეუღლე და დაუქორწინებელი შვილები 21 წლამდე. მათი მოსვლა სავალდებულოა მხოლოდ სურათის გადასაღებად, არა აქვს მნიშვნელობა ისინი წავლენ მოგების შემთხვევაში ამერიკაში თუ არა. შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე გერები, მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც). თუ რომელიმე ოჯახის წევრი ვერ ახერხებს მოსვლას, მაშინ თან იქონიეთ მისი სურათი ჩაწერილი დისკზე (სურათი უნდა შეესაბამებოდეს ამ ბმულზე განთავსებულ მაგალითს http://greencard.spar.ge/photos.html), შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოსტუდიაში. რომელიმე წევრის სურათის გარეშე განაცხადი ვერ შეივსება. მეუღლეებს შეუძლიათ ორივემ შეავსონ მონაწილის ანკეტა დამოუკიდებლად, რაც მათი ოჯახის გამარჯვების შანსს 2-ჯერ ზრდის.
  • თან იქონიეთ შემდეგი საბუთები: გამთამაშებელს უნდა ჰქონდეს უცხოური პასპორტი (ან ასლი), მეუღლისთვის საკმარისია პირადობის მოწმობა (ან ასლი), ბავშვებისთვის საკმარისია დაბადების მოწმობები (ან ასლი). შესავსები გექნებათ მისამართის ველი და საფოსტო კოდი

რა არის მწვანე ბარათი ლატარეს (green card)?

საიმიგრაციო ვიზის პროგრამა, რომელიც ცნობილია მწვანე ბარათის ლატარიის გათამაშების სახელწოდებით, განმცხადებლებს მსოფლიო მასშტაბით შესაძლებლობას აძლევს კანონიერად გაემგზავრონ აშშ-ში იმიგრაციის გზით. მსოფლიო მაშტაბით საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განმცხადებლები შეირჩევიან კომპიუტერული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ყოველწლიურად იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები, ყოველწლიურად გაიცემა აშშ მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელი 50 000 ვიზა. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება განისაზღვრება პიროვნების დაბადების ადგილის და არა მოქალაქეობის მიხედვით.
“მწვანე ბარათი”(US Green Card “გრინ-ქარდი”.) – წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ნებისმიერ პიროვნებას აძლევს უფლებას მუდმივად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს ყველა უფლებით გარდა არჩევნებში ხმის მიცემისა (Экономика США), ხოლო 5 წლის შემდეგ აღნიშნული უფლებაც ეძლევა და ხდება სრულუფლებია მოქალაქე. მწვანე ბარათის მფლობელ ემიგრანტს უფლება აქვს შეერთებულ შტატებში იცხოვროს განუსაზღვრელი პერიოდი და არ შეიცვალოს თავისი მოქალაქეობა, მაგრამ გამოიყენოს ამერიკის მოქალაქის ყველა უფლება, გარდა არჩევნებში მონაწილეობისა, რაც უკვე აღინიშნა.ყველაზე ადვილი და რეალური საშუალება მოვიპოვოთ “მწვანე ბარათის ლატარეა” არის მონაწილეობის მიღება “მწვანე ბარათის” გათამაშებაში, რომელიც ყოველწლიურად ოფიციალურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებულთა სტატისტიკა ასეთია:DV-2007:    323 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 26065).
DV-2008:    516 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 32196).
DV-2009:    661 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 32022).
DV-2010:    648 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 31953).
DV-2011:    699 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 39253).
DV-2012:    620 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 49276).
DV-2013:    723 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 53625).
DV-2014:    806 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 46 451).
DV-2015:    804 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 53 395).
DV-2016:    571 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 73 989).
DV-2017:    680 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 99 351).
DV-2018:    1195 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა 122 109).
DV-2019:    867 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა ….).
DV-2020:    1131 მოგებული (მონაწილეთა რაოდენობა ….).

ზოგადი პირობები და წესები
“გრიინ ქარდ (green card)”-ის DV-2021 გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა განცხადება გაიგზავნოს მკაცრად განსაზღვრული პერიოდის შუალედში: 2019 წლის 2 ოტომბრიდან – 5 ნოემბრამდე. გადატვირთულობის გამო შესაძლებელია ბოლო დღეებში განაცხადები ვერ გადაიგზავნოს. განცხადება გაგზავნილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სპეციალური წესების დაცვით (2004 წლამდე ეს ხდებოდა წერილობითი ფორმით).ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აკმაყოფილებს ორ მარტივ პირობას:1. ის უნდა იყოს ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციის დაბალი დონით გამოირჩევა (საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მწვანე ბარათის DV-2021 -ს გათამაშებაში);2. მონაწილეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრულყოფილი საშუოალო განათლება (12 წლიანი) ან მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში ისეთ სამუშაოზე, რომლის ათვისებასაც სჭირდება მინიმუმ 2 წლის სწავლა.

განცხადების მომზადების წესები:

ერთ მონაწილეს უფლება აქვს მხოლოდ ერთხელ გააგზავნოს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ გაგზავნილი იქნება ერთზე მეტი განცხადება ერთი პიროვნებისაგან, ყველა განცხადება იქნება დისკვალიფიცირებული (გაუქმებული). მეუღლეებს და შვილებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ცალ-ცალკე განცხადებით, ამ შემთხვევაში შვილი უნდა იყოს სრულწლოვანი (18წ-ზევით);

განცხადების გაგზავნა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით ინტერნეტის მეშვეობით.

განცხადება იწერება ინგლისურ ენაზე;

green card აპლიკაციის განაცხადი იქნება ლიკვიდირებული, თუ მონაწილის (ან მისი ერთერთი ოჯახის წევრის) ინფორმაცია ან ფოტო განცხადებასთან ერთად არ იქნა გაგზავნილი. ჩვენთან შევსების შემთხევვაში ჩვენ დაგეხმარებით სწორად შეავსოთ განცხადეა;

თუ გაგზავნილი ფოტოები ზუსტად არ აკმაყოფილებენ გადაღების ან მისი დამუშავების ფორმატს, განცხადება იქნება ლიკვიდირებული.

განცხადების შინაარსი:

1. სრული სახელი – გვარი, სახელი;

2. დაბადების თარიღი – რიცხვი, თვე, წელი;

3. სქესი – მამრობითი, მდედრობითი;

4. დაბადების ადგილი – ქალაქი, სოფელი, დასახლება;

5. დაბადების ქვეყანა – ტერიტორიის ახლანდელი დასახელება, სადაც დაიბადეთ;

6. ქვეყანა სადაც დაიბადეთ, რომელიც შედის DV მონაწილეთა სიაში
(ეს ქვეყანა ჩვეულებრივ არის იგივე, სადაც დაიბადეთ და არა ის სადაც ცხოვრობთ. თუ თქვენ დაიბადეთ ქვეყანაში, რომელიც ამოღებულია გათამაშების სიიდან გადახედეთ ინსტრიქციას:  https://travel.state.gov/content/dam/visas/Diversity-Visa/DV-Instructions-Translations/DV-2021-Instructions-Translations/DV-2021-Instructions-English.pdf

7. პასპორტის მონაცემები – ნომერი / გამცემი ქვეყანა / მოქმედების ვადა;

8. ფოტო – გათამაშებაში მონაწილის;

9. საფოსტო მისამართი – (აუცილებელი არაა ის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. ეს შეიძლება იყოს მისამართი, სადაც თქვენ ფაქტიურად ცხოვრობთ);

10. ქვეყანა – სადაც ამჟამად ცხოვრობთ და საიდანაც აგზავნით ანკეტას;

11. ტელეფონის ნომერი;

12. ელ-ფოსტის მისამართი –თქვენი პირადი ელ-ფოსტა (თუ არ გაქვთ ჩვენი კომპანია ჩაწერს თავის ელ-ფოსტას);

13. განათლება – მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში;

14. ოჯახური მდგომარეობა – მონიშნავთ შესაბამის ვარიანტს ჩვენს ანკეტაში;

15. შვილების რაოდენობა – იგულისხმება მხოლოდ 21 წლამდე დაუქორწინებელი შვილები მიმდინარე და წინა ქირწინებებიდან. შვილებში მოიაზრება საკუთარი ბიოლოგიური შვილები, ნაშვილები შვილები, ასევე მეუღლის შვილები (მიმდინარე და წინა ქორწინებებიდანაც);

16. ინფორმაცია მეუღლეზე – სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო;

17. ინფორმაცია შვილებზე -გვარი, სახელი, სქესი, დაბადების თარიღი,დაბადების ადგილი, დაბადების ქვეყანა, შესაბამისი ფოტო;