იტალიის მიერ გამკაცრებულ სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მხარეც ადასტურებს და განცხადებას ავრცელებს, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო იტალიაში მოგზაურობის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თან იქონიონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუთი, – ამის შესახებ განცხადება საკონსულომ Facebook-ისოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „მოგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში იტალიის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლის პირობებში, არაერთხელ დაფიქსირდა...
იტალიის ციხეში ქართველი ემიგრანტი სცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან-ინფორმაციას პატიმრის ადვოკატები ავრცელებენ. 32 წლის ქუთაისელი ანტონ ჭელიძის უფლებადამცველებმა ბრიფინგზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც ქართველ პატიმარს აქვს. მათი ინფორმაციით, პატიმარს იმ დანაშაულის აღიარებას სთხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ. “ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან...
თქვენი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში, – ამის შესახებ მილანის მერმა ჯუზეპე სალამ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. საკონსულოს გახსნის ოფიციალურ...
კიდევ ერთი გარდაცვლილი და საგანგაშო მდგომარეობის ზღვარი იტალიაში - კორონავირუსის მსხვერპლი ამჯერად იტალიელი ადრიანო ტრევიზანია - ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. იტალიური სააგენტო „ანსა“ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორის, ლუკა ძაიას განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ადასტურებს . 78 წლის ადრიანო ტრევიზანი პადუის საავადმყოფოში...
აგერ უკვე რამდენიმე დღეა იტალიის ქალქ ბარიში არალეგალ ემიგრანტებში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ბუმია ატეხილი,თითქოს საბუთი გამოდის და ამისთვის იტალიის ფოსტიდან ბინადრობის უფლების გასაგრძელებელი სპეციალური კონვერტი უნდა იქნეს აღებული.არალეგალ ემიგრანტებს აგზავნიან ფოსტაში ჯგუფებად. რაც უკვე იმდენად გახდა ყურადღების საგანი რომ რისკია მოხდეს პოლიციის მიერ მათი იდენტიფიკაციის...
11 მარტს, დღის ბოლოს კომისარმა ანჯელო ბორელიმ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით იტალიაში ახალი სტატისტიკა გაასაჯაროვა. მისი ინფორმაციით, გასულ 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით 2000 ადამიანი დაინფიცირდა (1489 – ლომბარდიაში), 196 ადამიანი დაიღუპა (149 – ლომბარდიაში), 41 – გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, საერთო ჯამში, იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით დაინფიცირდა 12462 ადამიანი, გარდაცვლილთა...
იტალიაში დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებს სტიპენდიის სახით წლიურად დაუბეგრავი 15.343,28 ევროს მიღების შესაძლებლობა ეძლევათ . ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა, როგორც პროგრამის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება უკვე დაიწყო სასარის უნივერსიტეტში XXXVI ციკლის (დასაწყისი: 2020 წლის 1 ნოემბერს) დოქტორანტურის 10 სხვადასხვა კურსზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა.სასარის უნივერსიტეტი დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველებს 54...
იტალიის პოლიტიკური სცენის ოპოზიციის და პარტია ,,ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი იტალიაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას აპროტესტებს. სალვინიმ პრეზიდენტ მატარელას მიმართა და თქვა, რომ „გაოგნებულია საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებით“, მისივე განცხადებით , ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება სკამების შენარჩუნებისთვის სჭირდება და ის სხვა არაფერს ემსახურება.
იტალიის ქალაქ ნაპოლში ემიგრანტები ნატო ცინაძე და სევდია შავერდოვა დახმარებას ითხოვენ და აცხადებენ რომ დამსაქმებელმა მათი უფლებები უხეშად დარღვია. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ოჯახში სადაც მუშაობდნენ და იყვნენ დასაქმებულები მოხდა ძარცვა და მათი უფლებების დარღვევაც სწორედ აქედან იწყება, როგორც ქართველი ქალბატონების ახლობელი ამბობს...