საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილია ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაშიც, სადაც საქართთველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა და გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება. ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში  ხმის მიცემის საშუალება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ: ესპანეთის სამეფოში : №17 საარჩევნო უბანი ქ. მადრიდი მის.: საქართველოს საელჩო, პლასა დე ლას კორტეს ქ. №4, მე-5 სართული, მარჯვენა კარი 28014...
ესპანეთში სკოლები 14 სექტემბერს განაახლებენ სწავლას, თუმცა აუცილებელი იქნება გარკვეული ვალდებულებების დაცვა , აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის განათლების მინისტრმა იზაბელ სელამაც დაადასტურა. საჯარო სკოლებში შესვლის და გამოსვლის დროს, დერეფნებსა და საპირფარეშოებში გადაადგილებისას აუცილებელი იქნება პირბადის გამოყენება. რეგულაციების შესახებ ინტრუქციები კი მოსწავლეთა მშობლებს უკვე...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამა საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ მცხოვრებ ახალგაზრდებს, ერთწლიანი მანდატით, გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ და ხელი შეუწყონ საქართველოს პოპულარიზაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში.კონკურსის შედეგად შერჩეული „ახალგაზრდა ელჩების“ მონაწილეობით საქართველოში გაიმართება, ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი, რომლის ფარგლებშიც „ახალგაზრდა ელჩები“ წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებსა და ერთი წლის სამოქმედო გეგმას. ასევე, შეხვდებიან...
პედრო სანჩესი მარიხუანა ლეგალიზების შესახებ დებატებს თავს არიდებს ოპოზიცია კი ლეგალიზაციას ითხოვს , ესპანეთის პარლამენტში მემარცხენე პარტია „პოდემოსი“ მარიხუანას ლეგალიზების ინიციატივით გამოვიდა. როგორც გამოცემა El Pais-ი წერს, „პოდემოსის“ წევრებს პარლამენტში მარიხუანას კულტივაციის, გაყიდვისა და მოხმარების ლეგალიზების შესახებ დებატების დაწყება სურთ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მარიხუანას წარმოების ლიცენზიების...
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ფიქსირდება ესპანეთის კატალონიის რეგიონში, სადაც ბოლო 24 საათში რეკორდულად მაღალი - 1500-მდე შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონში, სადაც კარანტინი მოქმედებს, აიკრძალა 10 კაცის შეკრება, დაიხურა გასართობი ცენტრები. შეზღუდვები დაწესდა ბარსელონას პლაჟებზეც.
.. ძვირფასო მეგობრებო, 14 ივლისს ბარსელონაში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას. ვუსურვოთ მათ წარმატება და ვუგულშემატკივროთ!!! თამაშები გაიმართება Piscones Bernat Picornel 🤽16 ივლისი, 15:30 საათზე საქართველო-უნგრეთი 🤽18 ივლისი, 12:30 საათზე საქართველო-გერმანია 🤽20 ივლისი, 15:30 საათზე საქართველო -იტალია ყველანი წყალბურთელების საგულშემატკივროდ!!!! - ნათქვამია ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. https://www.facebook.com/GeorgiaenBarcelona/videos/2181332075436606/
საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში სტრასბურგში გახსნილი ქართული საკვირაო სკოლა მოინახულა. აღსანიშნავია, რომ სკოლა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობობაში იფუნქციონირებს. სკოლა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით აღიჭურვა, მოეწყო სასწავლო კლასი, მიეწოდა შესაბამისი საგანმანათლებო და შემეცნებითი ლიტერატურა. საკვირაო სკოლის ფარგლებში სხვა აქტივობებთან ერთად დაგეგმილია კულტურული ღონისძიებების...
ესპანური მედიის ცნობით ესპანეთში უბედური შემთხვევა მოხდა. ტარაგონაში 5 წლის ქართველი გოგო ზღვაში დაიხრჩო. სამართალდამცველების ცნობით, მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად დასასვენებლათ იყო ჩასული. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ჰყვებიან, რომ ბავშვი წყალში საცურაო კამერით იყო ჩასული, თუმცა დინებამ ის ნაპირიდან 300 მეტრის სიშორეზე გაიტაცა და გოგომ უკან მობრუნება ვეღარ შეძლო. მცირეხნიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბავშვი...
რამდენიმე საათის წინ კატალონიის რეგიონში კოვიდეპიდემიისგან გამოწვეული ვითარების გაუარესების გამო ახალი შეზღუდვა დაწესდა. ამ ეტაპზე აკრძალვები კვლავ შეეხო შეკრებებს და დღეიდან კატოლონიის ტერიტორიაზე მინიმუმ 15 დღის მანძილზე 6 ადამიანზე მეტის ერთად შეკრება კანონით იკრძალება.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტები, რომლებმაც თავშესაფრის მიღების განაცხადი პირველად ესპანეთში შეავსეს და შემდეგ გერმანიაში წავიდნენ, ისევ ესპანეთში დაბრუნდებიან. ესპანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიასთან დადებული ხელშეკრულება არის ივნისში ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიღებული შეთანხმების ნაწილი. ესპანეთში თავშესაფრის მაძიებლების უმრავლესობა აფრიკის კონტინენტიდან შედის. 2018 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ესპანეთში თავშესაფრის...