ესპანეთში, უცხოელების დაკავების ცენტრიდან იმიგრანტების გაქცევის მცდელობის დროს 11 პოლიციელი დაშავდა. ინციდენტი მადრიდში მოხდა. ადგილობრივი პრესის ცნობით, ძირითადად ალჟირელი 80-მდე პირი ტერიტორიის დატოვებას ძალის გამოყენებით შეეცადა. არეულობის დროს დაშავებული სამართალდამცველებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. უცხოელების დაკავების ცენტრში, ამ მომენტისთვის ესპანეთიდან გაძევების მოლოდინში 170 პირი იმყოფება. ევროპაში დარჩენის სურვილით, ცენტრში მყოფები ცენტრის ტერიტორიის დატოვებას ხშირად ცდილობენ. აგვისტოში მომხდარი...
პედრო სანჩესი მარიხუანა ლეგალიზების შესახებ დებატებს თავს არიდებს ოპოზიცია კი ლეგალიზაციას ითხოვს , ესპანეთის პარლამენტში მემარცხენე პარტია „პოდემოსი“ მარიხუანას ლეგალიზების ინიციატივით გამოვიდა. როგორც გამოცემა El Pais-ი წერს, „პოდემოსის“ წევრებს პარლამენტში მარიხუანას კულტივაციის, გაყიდვისა და მოხმარების ლეგალიზების შესახებ დებატების დაწყება სურთ. პარტიაში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მარიხუანას წარმოების ლიცენზიების...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილია ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაშიც, სადაც საქართთველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ მიიღონ მონაწილეობა და გამოიყენონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება. ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში  ხმის მიცემის საშუალება საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ: ესპანეთის სამეფოში : №17 საარჩევნო უბანი ქ. მადრიდი მის.: საქართველოს საელჩო, პლასა დე ლას კორტეს ქ. №4, მე-5 სართული, მარჯვენა კარი 28014...
  ესპანეთის სანაპიროსთან მაშველებმა 200-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინეს, ხუთი კი კუსტარულად დამზადებული ნავის კატასტროფის დროს დაიღუპა.დასავლური მედიის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ღამის საათებში, კუნძულ ალბორანის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. ჩრდილოეთ აფრიკელები ევროპის ტერიტორიაზე მოხვედრას კუსტარულად დამზადებული სამი ნავით ცდილობდნენ, როდესაც პატრულირებისას ვერტმფრენიდან შეამჩნიეს. მაშველებმა გადარჩენილი მიგანტები გრანადის პროვინციაში მდებარე ქალაქ მოტრილში გადაიყვანეს.
Sputnik-ის მიერ ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მისი ცნობით ესპანელმა სამართალდამცელებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქალაქ ბილბაოში 11-მდე საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად წყაროდ კი ესპანური საინფორმაციო საშუალებებია დასახელებული როგორც მედია საშუალება იტყობინება დაკავებულებმა ბილბაოსა და მის შემოგარენში აგვისტოს პირველ ნახევარში 11-მდე  საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ეჭვმიტანილები ბინის...
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში მდებარეობა : ქ. მადრიდი, ესპანეთი მისამართი : Plaza de las Cortes N4, piso 5, derecha. Madrid, 28014 España კოდი : +34 ტელ : 91 429-0155 ფაქსი : 91 429-6883 E-Mail : embassymadrid@mfa.gov.ge სამუშაო საათები: 10.00-18.00 საკონსულო სამსახური: ტელ: 91 429-3329 ფაქსი: 91 420-3589 E-Mail : consuladogeo.madrid@mfa.gov.ge საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს საპატიო კონსული კასტილია ლა მანჩის რეგიონში ქალაქი ტოლედო- პედრო ერმოსილია მოლერო მისამართი...
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრანტები, რომლებმაც თავშესაფრის მიღების განაცხადი პირველად ესპანეთში შეავსეს და შემდეგ გერმანიაში წავიდნენ, ისევ ესპანეთში დაბრუნდებიან. ესპანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიასთან დადებული ხელშეკრულება არის ივნისში ევროკავშირის ქვეყნების მიერ მიღებული შეთანხმების ნაწილი. ესპანეთში თავშესაფრის მაძიებლების უმრავლესობა აფრიკის კონტინენტიდან შედის. 2018 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ესპანეთში თავშესაფრის...
ესპანეთის მთავრობამ დამატებით, აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული 60 მიგრანტი მიიღო. მიგრანტებით სავსე ნავი ქალაქ ვალენსიის ნაპირს გვიან ღამით მიადგა. ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, კარმენ კალვომგანაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობა გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებთან ერთად მზად არიან აფრიკის ქვეყნებიდან გაქცეული მიგრანტები, რომლებიც დიქტატორული რეჟიმის ან საომარი მოქმედებების მსხვერპლად იქცნენ, თავშესაფრით უზრუნველყონ. ესპანეთის მემარცხენე მთავრობამ ბოლო სამ თვეში 800-მდე მიგრანტი...
.. ძვირფასო მეგობრებო, 14 ივლისს ბარსელონაში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას. ვუსურვოთ მათ წარმატება და ვუგულშემატკივროთ!!! თამაშები გაიმართება Piscones Bernat Picornel 🤽16 ივლისი, 15:30 საათზე საქართველო-უნგრეთი 🤽18 ივლისი, 12:30 საათზე საქართველო-გერმანია 🤽20 ივლისი, 15:30 საათზე საქართველო -იტალია ყველანი წყალბურთელების საგულშემატკივროდ!!!! - ნათქვამია ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. https://www.facebook.com/GeorgiaenBarcelona/videos/2181332075436606/
ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 46 წლის სოციალისტი, ევროფილი პოლიტიკოსი პედრო სანჩესია. ის ესპანეთის მოსახლეობას ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდება. მაშინ, როცა იტალიის ახალი მთავრობა ღიად ევროსკეპტიკურია, ხოლო გაერთიანებული სამეფო ბრექსიტის სისრულეში მოყვანის პროცესშია, ესპანეთის პრემიერ-მინისტრად მემარცხენე-ცენტრისტ პედრო სანჩესს ირჩევენ – 46 წლის ევროფილ პოლიტიკოსს, რომელიც ესპანეთის სოციალისტური პარტიის ლიდერია. სანჩესი პირველი პრემიერია ევროპაში, რომლის მინისტრთა კაბინეტში 11 ქალია და 6 კაცი. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი   https://www.youtube.com/watch?time_continue=89&v=oDUMQXfifyU