კინორეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით ერთვება. მან უკვე მიმართა ცესკო-ს შესაბამისი განაცხადით.
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო და ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ მას დაუჭერს მხარს: „მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, „ოცნება“ ეძებს ახლა დამოუკიდებელ კანდიდატს და მე ვიქნები, მე ასე ვფიქრობ, „ოცნების“ დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც „ოცნება“...
ვრჩები შენგენის სივრცის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორად, მაგრამ მაქვს სერიოზული შენიშვნები, რაზეც განხილვის დროს ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ განმარტა, მას შენიშვები უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე აქვს, რათა არავის შეეზღუდოს ემიგრაციის უფლება.
“კანონპროექტრის ავტორი და შემქმნელი...
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა ციფრი 2017 წელს უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2016 წელს.
როგორც ჟურნალისტებს ხულორდავამ განუცხადა, აღნიშნულ სტატისტიკას საქართველოს პარტნიორი ქვეყნები ითვალისწინებენ.
„ჩვენთვის ვიზალიბერალიაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმალური რისკები და საფრთხეებიც...
ძვირფასო თანამემამულეებო,
მსურს გულითადად მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და გისურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა!
მე წელს პირველად მომეცა შესაძლებლობა მინისტრის რანგში, შევხვედროდი ქართულ დიასპორას და დიასპორულ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ძალიან ემოციური და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა უკეთ გამეგო თქვენი საჭიროებები და ურთიერთსასარგებლო კავშირის შესაძლებლობები. მადლიერება მინდა გამოვხატო თითოეული...
ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, რომ ქართულ მიწაზე პირველი ებრაელები 26 საუკუნის წინ დასახლდნენ და მას შემდეგ ჩვენ ერთობლივად ვქმნით ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას და ვამდიდრებთ, როგორც - ებრაულ, ისე ქართულ კულტურას.
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმო ღონისძიებაზე...
5 დეკემბერს, უნგრეთის კულტურის დღეები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, უნგრული ეროვნული ცეკვების გალა-კონცერტით დაიხურა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და უნგრეთის კულტურის სახელმწიფო მინისტრი პიტერ ჰოპალი დაესწრნენ.
კონცერტში მონაწილეობდა ადგილობრივი ანსამბლი „კაშკაშა მზე“, რომელიც მაყურებლის წინაშე ეროვნული ცეკვებით წარდგა. წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებდა...
5 ივნისს, მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართა. მან თავისი ცნობილი ჰიტები მოსკოვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა, რომელსაც ნიკა რაჭველი დირიჟორობდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგნენ, მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე.
შეგახსენებთ, ქართველი მომღერლის კონცერტი მოსკოვში 28 მარტს იყო დაგეგმილი,...
იტალიაში პოლიციამ 52 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც იტალიური მედია წერს, ბრალდებულს მოხუცის არასათანადო მოპყრობაში და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.
90 წლის პენსიონერთან, რომელსაც სხვადასხვა პათოლოგია აწუხებდა, მომვლელს კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა, რაც ნათესავებმა და ახლობლებმა შენიშნეს. აქედან გამომდინარე, ისინი პოლიციას დაუკავშირდნენ და პირველადი გამოძიება დაიწყეს.
როგორც მედია წერს, სათვალთვალო ვიდეოთი და ჩვენებებით,...
18 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა მინსკში მყოფ ქართველ კლინიკურ ორდინატორებთან. შეხვედრისას ელჩი გაეცნო ორდინატორების სწავლისა და პრაქტიკის გავლის პროცესს ბელარუსის სხვადასხვა უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, დაინტერესდა მათი ბინადრობის პირობებით. ორდინატორებმა ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია ბელარუსში კლინიკურ ორდინატურაზე მოქმედ პროგრამებთან და კურსებთან დაკავშირებით,...
2017 წელს საქართველოს პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 3 097-ზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
3...

































