საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის დაფიქსირება, რომელსაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებენ. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის...
სოციალურ ქსელების საშუალებით იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ საქართველოს მოქალქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იტალიის მთავრობამ გამოსცა ახალი საემიგრაციო კანონი, რომელიც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების ლეგალიზაციას ეხება. ამასთან დაკავშირებით DIASPORA.GE დავუკავშირდით  იტალიის რესპუბლიკის სასამართლოს მედიატორს, აკრედიტირებულ თარჯიმანს იტალიაში და  ასოციაცია A.I.S. პრეზიდენტს ქალბატონ ნინო რურუას: ,, უპირველესად...
..   ,, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი ემიგრანტების სასარჩელო მოთხოვნები სამშენებლო კომპანია „სვეტი“-ს წინააღმდეგ და მოპასუხე მხარეს გადასახდელად დააკისრა, როგორც ძირითადი სასარჩელო თანხა, ასევე ემიგრანტების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები (ბაჟის თანხა, საადვოკატო მომსახურების თანხა და ა.შ).   ჩვენი ოფისის ადვოკატებმა ემიგრანტების ინტერესების დასაცავად გამოიყენეს ყველა კანონით მონიჭებული საშუალებები,არ დააკლეს...
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ასევე რეფერენდუმში. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ: კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე; ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში...
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ კვირას  3 ივნისს ქალაქ ათენში გამართავს შეხვედრას საქართველოდან წასულ მიგრანტებთან.  ორგანიზაციის იურისტები დაინტერესებულ პირებს ადგილზე გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე.  ,,სიდა“ უფასო სამართლებრივ სერვისს სთავაზობს მიგრანტებს, როგორც კონსულტაციის გაწევის, ასევე სასამართლოში წარმომადგენლობის გზით. მისამართი: ათენი . ახარნონი. აღრინიუს ქ. N 34 & ალკამენუს ქ. N 186.  დასწრება თავისუფალია...
საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეებისათვის კონსულტაციის გაწევა. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კონსულტაციის მიზანია, დახმარება გაუწიოს მოქალაქეს, ადგილსამყოფელ ქვეყანაში სრულად მოახდინოს საკუთარი უფლებების რეალიზაცია და მარტივად გაიაროს ადაპტაცია.საკონსულო სამსახური უფლებამოსილია, საქართველოს მოქალაქეს გაუწიოს კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე: ...
,, სავიზო რეჟიმის დარღვევა არც ერთ ქვეყანაში არაა სისხლის სამართლის დანაშაული" -  განაცხადა ტელეკომპანია იბერიას ეთერში გადაცემა “ახალი ამბები არჩილ გამზარდიას ერთად ”  სტუმრობისას საქართველოდან უცხოეთში წასვლის მსურველებისათვის კანონის გამკაცრებასთან  დაკავშირებული საკითხების შესახებ მომზადებულ გადაცემაში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტმა ზაალ სარაჯიშვილმა.  მისი თქმით  აღნიშნული კანონპროექტის ის მუხლები, რომლებთან დაკავშირებითაც...
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს რაიმე პრობლემა შეექმნას. ,,პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში სოზარ სუბარი  აღნიშნავს, რომ  ემიგრანტების რიცხვის, ან საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, ვიზალიბერალიზაციის ეჭვქვეშ დაყენება ნაკლებად სავარაუდოა. ,, თუმცა გარკვეული ზომები ნამდვილად მისაღებია და ამაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. როცა გერმანიის შინაგან...
თბილისში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერ ასოციაციაში შეიქმნა ქართული დიასპორის ლობისტი საადვოკატო ბიურო. “მიგვაჩნია, რომ საქართველოში სპეციალიზირებული გაერთიანების არსებობა უცხოეთში მცხოვრებ ყველა თანამემამულეს (მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა) მისცემს შესაძლებლობას დისტანციურად, საქართველოში ჩამოუსვლელად სწრაფად და გამართულად დაამყაროს მისთვის საჭირო კომუნიკაცია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და სხვა ორგანიზაციებთან”,- განაცხადა კომპანიის დამაარსებელმა, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ხელმძღვანელმა...