უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება, ცერემონიას სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაცია პრეზიდენტის პრესსამსახურში დაადასტურეს. ღონისძიება 20 მაისს გაიმართება. მანამდე, უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციაზე საქართველოსთან ერთად ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უნგრეთისა და მოლდოვის პრეზიდენტები არიან მიწვეულნი....
NDI -გამოკითხული მოქალაქეების აზრით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის სამხედრო აგრესია წარმოადგენს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 31%. გამოკითხულთა 11%-ი მთავარ საფრთხედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას მიიჩნევს, 10% კი - რუსულ პროპაგანდას....
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 56% 2019 წლის აპრილში საქართველოს მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 36% კი, დადებითად. ამასთან, 2018 წლის დეკემბერში არსებული მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 53% ცუდად აფასებს, ხოლო 44% კარგად. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,...
 საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ნინუას თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ეტაპზე საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებაა , რაც ახლო და მომავალ პერსპექტივაში პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და ქართულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში. „ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და გამოვცვალეთ საელჩო და საკონსულო შენობები არაერთ ქალაქში: რომში,...
საბერძნეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 3 ივნისს ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში ოფიციალური მიღება გამართა. საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ლევან ბერიძემ ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველოს...
სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის დიასპორის მინისრტთან ერთად იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა . ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრ ციპი ხოტოველთან ერთად, რომლის მშობლებიც საქართველოში დაბადებულები არიან იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა...
საქართველოში უცხოელის არალეგალურად დასაქმებისთვის 10 დან -20 ათას ლარიანი ჯარიმის დაწესების მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით: საქართველოში დამსაქმებლის მიერ, იმ იმიგრანტის (უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი) დასაქმება, რომელსაც არ აქვს კანონით გათვალისწინებული დასაქმების უფლება, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება...
საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები თესალონიკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, კომიტეტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს....
2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, თესალონიკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკოდონია-თრაკიიის საკითხებში საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონსანტინოს გიულეკასთან.შეხვედრის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხაზი გაესვა...