საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით, ყოველწლიური ახალგაზრდული ბანაკის პროგრამაში 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას. როგორც  ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან გახდა ცნობილი მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 19 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის მომავლის ბანაკში დაისვენებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში, ბელგიის სამეფოში,...
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება. მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა. მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება. მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.
ელექტრონული ვიზის პორტალი www.evisa.gov.ge 2015 წლის 10 თებერვლიდან ამოქმედდა. მისი მეშვეობით ქვეყანაში მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ შეავსონ ონლაინ განაცხადი და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა საქართველოში სამოგზაუროდ. https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=rYJz8Xj4PnE
საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ხედვების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, მცირე მთავრობის კონცეფციაა. „მესამე პრინციპი ეს არის მცირე მთავრობის კონცეფცია. საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები. ამასთან ერთად, მიზანშეწონილად...
20 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. ღონისძიება, იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. პრეზენტაციაზე იტალიის აქვილასა და მოდენას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უნივერსიტეტში მიღებისა თუ სწავლის...
იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ “ერთი წლის განმავლობაში გადაწყდება, ერთიანი ევროპა კიდევ იარსებებს თუ არა”. მისი განცხადებით, საკვანძო ფაქტორები იქნება 2019 წლის ევროპის არჩევნები და მოლაპარაკებები ევროკავშირის ბიუჯეტთან დაკავშირებით. მატეო სალვინი ანტი-საიმიგრაციო, ევროსკეპტიკური პარტია “ლიგის” ლიდერია. ამ პარტიამ ევროსკეპტიკურ პარტია “ხუთ ვარსკვლავთან” ერთად ჩამოაყალიბა იტალიის...
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. შესაბამის ბრძანებას 3 აპრილს ხელი იუსტიციის მინისტრმა მოაწერა. ცვლილება არამხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, არამედ ბიომეტრიული დიპლომატიურ პასპორტსა და ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტსაც...
„ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან მუდმივი კონტაქტი და მათი ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში. საჭიროა მოქალაქეებთან გვქონდეს რაც შეიძლება მცირე დისტანცია, რადგან რაც უფრო იზრდება დისტანცია, მით უფრო აკლდება კანონშემოქმედებით პროცესს ობიექტური და განსხვავებული აზრი“, - განაცხადა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და ორგანიზაბით გამართულ სემინარზე ეკა ბესელიამ. სესიას, რომელიც...
მიხეილ ჯანელიძეს პრემიერი ბახტაძე საგარეო საქმეთა მინისტრად მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა. ახალი პრემიერის განცხადებით განახლებულ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები ნამდვილად იქნებიან, თუმცა ამ ეტაპზე  მან მინისტრთა კაბინეტის მომავალი წევრების სახელების და გვარების დასახელებისგან თავი შეიკავა და ყველას მოუწოდა, დაელოდონ...
საბერძნეთთან ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის -ამის შესახებ განცხადება დღეს საბერძნეთში ემიგრანტების უფლედამცველი და დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი აცხადებს: ,,მაქვს ძალიან პოზიტიური და დამაიმედებელი ახალი დადასტურებული ინფორმაცია. საქართველოს მთავრობამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ემიგრანტებისთვის ძალიან სასარგებლო , დიდი ბენეფიტის მომტანი...