სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის დიასპორის მინისრტთან ერთად იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა . ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრ ციპი ხოტოველთან ერთად, რომლის მშობლებიც საქართველოში დაბადებულები არიან იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა...
დღეს Diaspora.ge მიერ გამოქვეყნდა სტატია სათაურით ,,რა იგულისხმება დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერად სახელმწიფოს სტრატეგიის მიხედვით" , რასაც სოციალური ქსელში ქართული დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან საკითხის ირგვლივ მსჯელობა მოყვა , გამოითქვა მოსაზრებები და გაკეთდა დიასპორის საკითხების დაისვა კითხვები , აღნიშნულ მსჯელობას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე: ,,მეგობრებო, პირველ...
მთავრობა ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებზე ზრუნვა.
„შესაბამისად, მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით პრიორიტეტული როლი მიენიჭება...
საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრაგამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკისსაგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიმიტრიოსკარაბალისთან. ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნამიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა. შეხვედრის ფარგლებში, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები და მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა, რაც გამოიხატება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ხშირი კონტაქტებით. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების არსებულ პოტენციალზე და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ბიზნეს-ფორუმების გამართვის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს...
ძვირფასო თანამემამულენო,
გილოცავთ დამდეგ შობასა და ახალს წელს, გისურვებთ ნათელ მომავალს, მშვიდობას და დღეგრძელობას!
პირველ რიგში, მადლობელი ვარ იმ უდიდესი თანადგომისათვის, რასაც წლებია, სამშობლოსგან შორს მყოფი თანამემამულეები გამოხატავთ სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი სამშობლოსთვის უაღრესად მიშვნელოვანია თქვენი სიძლიერე, წარმატება და კეთილდღეობა, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ უმთავრეს მიზნად დაისახა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ზრუნვა.
ამ მხრივ...
ესპანეთში საქართველოს საელჩოს თანადგომით ორი ოჯახი, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ყავდათ სამშობლოში უსასყიდლოდ დაბრუნდნენ, აღნიშნული ფაქტი 15 ივლისს ავიაკომპანიამ Myway Airlines მიერ ჩარტერული რეისის ბარსელონადან საქართველოს მიმართულებით განხორციელებისას მოხდა .საიდანაც 181 საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანას მშვიდობით დაუბრუნდა. სწორედ მათ შორის იყვნენ მ. გვარამაძის...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2025 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.კანონმდებლებს ანგარიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ გააცნო. სადაც აღინიშნა რომ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა წარმოადგენს.
ლონდონში ოკუპირებული აფხაზეთიდან ბრიტანეთში მყოფი პირებმა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით დეფაქტო და ოკუპანტი ხელისუფლების სიმბოლიკით აქციის გამართვა სცადეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში მაცხოვრებელმა საქართველოს მოქალაქეებმა ჩაშალეს .
იხ ვიდეო :
https://www.facebook.com/david.zhvania/videos/10204882785704930/
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...
საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. შესაბამის ბრძანებას 3 აპრილს ხელი იუსტიციის მინისტრმა მოაწერა.
ცვლილება არამხოლოდ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, არამედ ბიომეტრიული დიპლომატიურ პასპორტსა და ბიომეტრიულ სამსახურებრივ პასპორტს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიულ სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტსაც...

































