ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში მრავალშვილიან დედებს ქართვლის დედის სტატუსი მიენიჭოთ.
როგორც პირველ არხს ნოზაძემ განუცხადა, ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ დედას, რომელიც შვილებს ქართული ცნობიერებით გაზრდის და მისი არც ერთი შვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ იქნება მიცემული.
დეპუტატის მოსაზრებით, ქართვლის დედის სტატუსი შეიძლება ოთხი შვილის...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს რომ საჭიროა მთავრობის ხელშეწყობით შეღავათიანი ბიზნეს სესხების სტიმულირება. როგორც ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მიიჩნევს სიღარიბის აღმოსაფხვრელელად მნიშვნელოვანია ასევე იმ სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობა რომლებიც მიზნობრივად ეხმარებიან ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილს. ,, მთავრობამ უნდა გაატაროს ზომები იმისათვის რომ ადამიანებს რომელებსაც აქვთ ეკონომიკური აქტივობის სურვილი...
დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს. კანონპროექტები სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა წარადგინა. საიდანაც ცნობილი ხდება რომ 2019 წლის ბიუჯეტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების - საელჩოებისა და საკონსულოების ხარჯები იზრდება და ის 2019 წელს 100,245 მლნ. ლარს შეადგენს. აღსანიშნავია...
საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები თესალონიკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდნენ.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ, კომიტეტის წევრმა ნოდარ ტურძელაძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს....
13 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, სხვა ქვეყნების ელჩებთან ერთად, ოფიციალური მიწვევით ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკის მეცხრე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას.
საბერძნეთის რესპუბლიკის რიგით მეცხრე პრეზიდენტის, კონსტანტინოს ტასულასის ინაუგურაცია გაიმართა პარლამენტის შენობაში, რომელსაც მთავრობის მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები,...
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით გუგული მაღრაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 26 ივნისს, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ საჯარო ლექცია გამართა.
საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა კარნეგის ფონდის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების უფროსი მრჩეველი პოლ სტრონსკი. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ში ევროკავშირის დელეგაციის, რეგიონის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები სხვადასხვა...
საბერძნეთის პარლამენტში უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრაზე ორი ქართველი სტუდენტი, სტუდენტების და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ლიკა ჯანელიძე და ამავე ასოციაციის კონკურსის ,,წლის სტუდენტი 2017" -ის ჯილდოს მფლობელი და ათენის სახელმწიფო უნვერსიტეტის დოქტორანტი თეონა ბერიძე იქნენ მიწვეულები.
სტუდენტების წინაშე სიტყვით წარსდგნენ უცხოელი სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამის დამფუძნებელი,პროფესორი,ცნობილი ენათმეცნიერი პანაიოტის კონდოსი, საბერძნეთის პარლამენტის...
ახალი რეგულაციით საქართველოში მყოფი არალეგალი მიგრანტის მიერ ხულიგნობის შემთხვევაში მას ქვეყნიდან გაძევება და 3 წლამდე ვადით საქართველოს საზღვრის კვეთა აეკძალება,
უცხოელის მიერ ისეთი ქმედების ჩადენამ, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ასევე სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოხელის...
„ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია მოქალაქეებთან მუდმივი კონტაქტი და მათი ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში. საჭიროა მოქალაქეებთან გვქონდეს რაც შეიძლება მცირე დისტანცია, რადგან რაც უფრო იზრდება დისტანცია, მით უფრო აკლდება კანონშემოქმედებით პროცესს ობიექტური და განსხვავებული აზრი“, - განაცხადა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და ორგანიზაბით გამართულ სემინარზე ეკა ბესელიამ.
სესიას, რომელიც...
პარლამენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ვიცი, რომ მოლოდინი დიდია, ყველა ქვეყნიდან მოდის კითხვები, როდის და როგორ იქნება კანონი მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეებისთვის, არამედ, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს პასუხობს ჩვენს დემოგრაფიულ გამოწვევებს“, -განაცხადა დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...

































