ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...
საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურებისთვის კონსული კუნძულ მალტაზე ჩავიდა ამის შესახებ საგრეო უწყების ადგილობრივი გვერდი იტყობინება. იტალიის, სან მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებდა საკონსულო მომსახურებისთვის რომში ჩამოსვლას 2020 წლის 16 ნოემბერს, საელჩოს საკონსულო სამსახურის...
2025 წლის 30 აპრილს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში გაიმართა.ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და...
2020 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ონლაინ ფორმატში შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს  პოპულარიზაციისა და...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ავსტრიაში ახალი ელჩი დაინიშნა - შესაბამისი განკარგულება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. საქართველოს დიპლომატიურ მისიას დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატი ალექსანდრე მაისურაძემ უხელმძღვანელებს, რომელიც 2012-2015 წლებში ავსტრიაში საქართველოს დესპანის თანამდებობას იკავებდა. ავსტრიაში ახალი ელჩის...
2020 წლის 15 ოქტომბერს ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის’’ გამარჯვებულის ნანა თევდორაძის პროექტის ,,დიასპორული ინიციატივა- ქმედითი სოციალური ნაბიჯი 2020’’ ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტის, ქოლ-ცენტრის გახსნა. აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ემიგრანტებისთვის ქმედითი, ინფრომაციული მხარდაჭერის აღმოჩენა.სტუმრებს...
როგორც ცნობილია COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში დაწესებული მკაცრი რეგულაციების, შეზღუდვებისა და ფრენების გაუქმების გამო, საქართველოს ბევრი მოქალაქე დარჩა საზღვარგარეთ და ვერ ახერხებს საქართველოში დაბრუნებას. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პრობლემის რეგულაციული მართვის და მოქალაქეთა ეფექტური დახმარებისთვის გარკვეული ქმედითი მექანიზმები შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი...
13 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, სხვა ქვეყნების ელჩებთან ერთად, ოფიციალური მიწვევით ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკის მეცხრე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას. საბერძნეთის რესპუბლიკის რიგით მეცხრე პრეზიდენტის, კონსტანტინოს ტასულასის ინაუგურაცია გაიმართა პარლამენტის შენობაში, რომელსაც მთავრობის მაღალჩინოსნები, პარლამენტის წევრები,...
2025 წლის 4 მარტს თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის გელა ჯაფარიძის განცხადებით ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მაკედონია-თრაქიის დეცენტრალიზაციის ადმინისტრაციის გენერალურ მდივანთან იოანნის სავასთან და შედგა სიტყვიერი შეთანხმება ორი უწყების ხელმძღვანელ პირებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და პირდაპირი კომუნიკაციის შესახებ. ,,საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე მაკედონია-თრაქიის...
კვიპროსში საქართველოს საელჩო ლარნაკაში დამატებითი შეზღუდვების შესახებ საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ კვიპროსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დადგენილების თანახმად, ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებიდან გამომდინარე, ქ. ლარნაკაში , 24 სექტემბრის 06:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს დამატებითი შეზღუდვები: 1....