2025 წლის 8 ივნისს, ქ. ხულონში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, შაი ქეინანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.ასევე, საუბარი შეეხო ხულონისა და ქუთაისის დამეგობრობის საკითხს.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის ფარგლებში პრეზიდენტთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
„მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. მქონდა პატივი, გადამეცა რწმუნებათა...
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების ჩამოფრენის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი იმყოფებოდა.
ქ. თესალონიკში COVID-19 შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით დაინფიცირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილიც მკურნალობას გადის თესალონიკის საუნივერსიტეტო კლინიკა AHEPA-ში.ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ეწვია ზემოხსენებულ კლინიკას და შეხვედრა გამართა მკურნალ ექიმთან თეოფილოს ხრისანტიდისთან. ექიმისგან მიიღო ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლინიკის წარმომადგენლები მუდმივ...
2025 წლის 16 სექტემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში, ლევან ბერიძე და საელჩოს პოლიციის ატაშე, შოთა ხურციძე, საბერძნეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ, სალამინას ისტორიული ბრძოლის თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ .
როგორც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იტყობინება საქართველოს ელჩმა, საბერძნეთის პარლამენტის წინ მდებარე...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში დროებითი დასაქმების ხელშეკრულებას დადებითად აფასებს და საკუთარ ოფოციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს: ,, ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ - მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა. ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული...
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა.
საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა.
ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა...
საქართველოს საკონსულოებში პასპორტის მისაღებად 2020 წელს მომსახურების საფასურად 130 აშშ დოლარია დადგენილი, ევროპის ქვეყნებში სადაც ეროვნული ვალუტად ევრო გამოიყენება საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ პასპორტი 119.28 ევროდ მიიღონ. მსურველმა ასევე უნდა, გაითვალისწინოს რომ საკონსულოს ანგარიშზე თანხა წინასწარ უნდა ჩაირიცხოს სრულად და მომსახურეობის გაწევის...
სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის დიასპორის მინისრტთან ერთად იერუსალიმში საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა . ახალი ოფისის გახსნის ცერემონიას ისრაელის დიასპორის მინისტრ ციპი ხოტოველთან ერთად, რომლის მშობლებიც საქართველოში დაბადებულები არიან იერუსალიმის მერი მოშე ლიონი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა საკონსულოს ახალი ოფისის გახსნისას აღნიშნა, ნიშანდობლივია, რომ ოფისის გახსნა ხდება იმ დროს, როცა...
15-16 ივნისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ქ.კონსტანცაში, რომელიც ბათუმის დაძმობილებული ქალაქია 2020 წლიდან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები კონსტანტას მერთან ვირჯილ ჩიცაკთან, სამხარეო ადმინისტრაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან რაზვან ფილიპესკუსთან, საბჭოს მრჩეველთან კულტურის საკითხებში...

































