მოემზადეთ! – იტალია 12 850 უცხოელს ლეგალურად სეზონურ სამუშაოზე მიიღებს

0
10806

როგორც 2019 წლის 9 აპრილს „Gazzetta Ufficiale“-ს (ოფიციალური გაზეთი) 84-ე ნომერში გამოქვეყნდა 2019 წლის Decreto flussi-ს (სამუშაო დატვირთვის) განკარგულება (DPCM 15 დეკემბერი 2017), რომელიც 2019 წლისათვის, სეზონური და არასეზონური დასაქმების მიზნით, იტალიაში შემოსვლის საშუალებას აძლევს 30,850 უცხოელს. წინამდებარე განკარგულება ითვალისწინებს, მაქსიმუმ, 12,850 კვოტას მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც არიან სუბორდინაციული, არასეზონური და თვითდასაქმებითი სამუშაოს მაძიებლები. შესაძლებელი იქნება: ა) სუბორდინაციული სამუშაოს ნებართვად გადაკეთდეს: þ სეზონური სამუშაოს 4.750 ნებართვა; þ სწავლის, სტაჟირების ან/და პროფესიული მომზადების 3.500 ნებართვა; þ ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის 800 ნებართვა, გაცემული მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე სხვა წევრი ქვეყნების მიერ. 18 ბ) თვითდასაქმებითი სამუშაოს ნებართვად გადაკეთდეს: þ სწავლის, სტაჟირების ან/და პროფესიული მომზადების ბინადრობის 700 ნებართვა; þ ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის 100 ნებართვა, გაცემული მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე სხვა წევრი ქვეყნების მიერ. კვოტებს, რომლებიც გამოყოფილია ზემოხსენებული განკარგულებით გათვალისწინებული სუბორდინაციული და თვითდასაქმებითი სამუშაოს ბინადრობის ნებართვად გადაკეთებისთვის (9,850 ერთეული), გადაანაწილებს შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს იმიგრაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკის გენერალური დირექტორატი, კერძოდ, SILEN-ის კომპიუტერიზებული სისტემის მეშვეობით და იმიგრაციის სამსახურის ადგილობრივ ოფისებში მიღებული ფაქტობრივი განაცხადების საფუძველზე. 12.850 კვოტა სუბორდინაციული არა სეზონური, თვითდასაქმებით და შესაცვლელი (ბინადრობის ნებართვის ტიპის შეცვლა), 18.00 კვოტა სუბორდინაციული სეზონური, სოფლის მეურნეობის და ტურისტულ-სასტუმრო სექტორში. განკარგულების „Gazzetta Ufficiale“-ში გამოქვეყნებიდან 90 დღის შემდეგ, გამოუყენებელი კვოტები შეიძლება განსხვავებულად – შრომის ბაზრის რეალური საჭიროებების მიხედვით – გადაანაწილოს შრომისა და სოციალური პოლიტიკის სამინისტრომ.