როგორ უნდა მიიღოთ ლეგალური ბინადრობის ნებართვა იტალიაში შესვლიდან 8 დღეში (საკანონმდებლო დადგენილება N.113/18)

0
5763

იტალიის კანონმდებლობით N.113/18 საკანონმდებლო დადგენილების დამტკიცების შემდეგ შემოღებულ იქნა ბინადრობის ნებართვების ახალი ტიპები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მცირე ნაწილისთვის ლეგალური ცხოვრება. ბინადრობის ნებართვა სამედიცინო მკურნალობისთვის გაიცეს.

აღნიშნული საბუტი გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებიც ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან (კანონი N.19, პუნქტი 2, დ ქვეპუნქტი ), რომელთაც გადაცემაც სხვა სახემწიფოსთვის შეუძლებელია, რადგან იტალიიდან გაყვანამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას. ბინადრობის ნებართვა “სამედიცინო მკურნალობისთვის” გაიცემა უცხოელებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ჯანმრთელობის განსაკუთრებით რთულ პირობებში, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით, და მათმა გადაცემამ მშობლიურ ან საცხოვრებელ სახელწიფოში შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მათ, ხოლო ბინადრობის ნებართვა უნდა იქნას მოთხოვნილი პირდაპირ პოლიციის კომისარისგან, და განაცხადი საერთაშორისო დაცვის შესახებ არ არის საჭირო. ამ ტიპის ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა უნდა გაკეთდეს იტალიაში შესვლის დღიდან 8 სამუშაო დღის განმავლობაში, უშუალოდ იმ პოლიციის განყოფილებაში, სადაც ჩატარდება სამედიცინო მკურნალობა. მოთხოვნის წარდგენისთვის აუცილებელია ფლობდეთ ვიზას რომელიც გაცემულ იქნა სამედიცინო მკურნალობის მიზნის, იტალიის საელჩოს ან საკონსულოს მიერ წარმომავლობის ქვეყანაში. ბინადრობის ნებართვა გაიცემა სამკურნალო სერთიფიკატში მითითებული საფუძვლიანი ვადით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. მისი განახლება შესაძლებელია, სანამ სახეზე იქნება განსაკუთრებულად მძიმე ჯანმრთელობის პირობები; იგი ძალაშია მხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე, და არ იძლევა მუშაობის ნებართვას. ასვე შეუძლებალია მისი შეცვლა. (კომენტატორთა აზრით, იგი შეიძლება შეიცვალოს ოჯახური მოტივით ბინადრობის ნებართვით, რისთვისაც უნდა დააკმაყოფილოს 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, C-ე ქვეპუნქტით) დადგენილი მოთხოვნები. *** დასაქმებასთან დაკვაშირებით, ASGI (იურიდიული საკითხების იურიდიული კვლევების ასოციაცია) ხაზს უსვამს, რომ კანონი არ განმარტავს, იძლევა თუ არა იგი დასაქმების საშუალებას, ისეთი სამსახური რომელიც არ ამძიმებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე არ განმარტავს თუ რამდენად შეიძლება გარდაიქმნას სამუშაო ნებართვად, თუმა აკრძალვის წესის არ არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ეს უფლება არსებობს, მაგრამ პოლიციის კომისარმა შესაძლოა უარი თქვას ბინადრობის ნებართვის შეცვლაზე.“