საქართველოში საშუალო ხელფასი 1069 ლარია საქსტატის მონაცემებით

0
9954

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2017 წლის III კვარტლის მონაცემებით, 1069,1 ლარია. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ანაზღაურება სამშებენლო სექტორშია, ყველაზე დაბალი – განათლების სფეროში. თუ მშენებლობაზე დასაქმებულთა საშუალო ნომინალური შრომის ანაზღაურება 1999,5 ლარია, განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 565,7 ლარს შეადგენს.

III კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის შემდეგ ანაზღაურების ოდენობით საფინანსო სექტორი მოდის, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1861,3 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის სამთომომპოვებითი მრეწველობა (1337,7 ლარი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (1329,8 ლარი) და სახელმწიფო მმართველობა (1296,4 ლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის III კვარტალში სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 818,7 ლარი შეადგინა, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სექტორიში – 958,5 ლარი.