Aegean Airlines-მა 2025 წელი ავიალიდერის შესაფერისი დინამიურობით დაიწყო

0
278

ავიაკომპანია Aegean Airlines-მა 2025 წელი ავიალიდერის შესაფერისი დინამიურობით დაიწყო და 2024 წელთან შედარებით სამგზავრო რაოდენობა 2025 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით უკვე საგრძნობლად მზარდი და ძლიერი სტატისტიკური პოზიციებით გაამყარა.

იანვარსა და თებერვალში ავიაკომპანიამ უკვე 1,9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა როგორც საბერძნეთის შიდა , ისე საერთაშორისო ლოკაციებზე.

ბერძნული ავია ლიდერი , ევროპაში სტაბილურობით და კომფორტით გამორჩეული Aegean Airlines 2025 წელს 2,4 მილიონზე მეტ ადგილს სთავაზობს მგზავრებს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი ზრდაა.

ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველი ორი თვე ტრადიციულად ზამთრის სეზონის გამო ნაკლები მოთხოვნით გამოირჩევა , Aegean-მა კი 13%-ით გაზარდა საგარეო ტრაფიკი ხოლო 3%-ით შიდა ბერძნული ტრაფიკი, რაც ცალსახად მიანიშნებს რომ Aegean Airlines -ს წელს უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ვიდრე გასულ წელს, როდესაც Aegean Airlines – ის საჰაერო ხომალდებით 16,3 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა, რაც თავის მხრივ წლიური ზრდა იყო 6%-ით 2023 წელთან შედარებით.

2025 წლისთვის, ბერძნული ავიალიდერი თავისი საქმიანობის გაძლიერების სტრატეგიის მიხედვით , მშვიდად და გართულებების გარეშე მგზავრობით დაინტერესებულ ვიზიტორებს დაახლოებით 21,5 მილიონ ადგილს შესთავაზებს – ანუ 1,8 მილიონით მეტ ადგილს 2024 წელთან შედარებით, რაც ისტორიული მაქსიმუმიც იქნება.

კომპანია 2025 წლის ახალი სტრატეგიით აძლიერებს საერთაშორისო არეალს, რითაც თავისმხრივ ხელს უწყობს კომფორტულ ტურისტურ სამგზავრო მარშრუტებს საბერძნეთის მასშტაბითაც , რადგან მან უკვე დაიწყო მნიშვნელოვნი აქტივობა თურქულ ბაზარზე და Aegean Airlines -მა დაამატა ახალი პირდაპირი ფრენები ავიაკომპანიების ჰაბიდან – სტამბოლიდან ირაკლიოს, მიკონოს, როდოსის და სანტორინის მიმართულებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანი სიახლეა ის რომ Aegean Airlines იწყებს ახალ პირდაპირ სერვისებს ათენიდან ერაყის ერბილის და აზერბაიჯანის ბაქოს მიმართულებით, ხოლო ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს კვიპროსის და საქართველოს ავიასივრცეში, სადაც მაგალითად თბილისიდან მგზავრობა ათენის მიმართულებით კვირაში 5-ჯერ , ხოლო ერთი ტრანზიტული ფრენით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაშია უკვე შესაძლებელი .

1 აპრილიდან Aegean Airlines მგზავრებს შესთავაზებს პირდაპირ ფრენებს ლარნაკადან პირდაპირი რეისით რომში, რაც მგზავრთა ნაკადს 25%-ით გაზრდის. პარალელურად , კომპანია აქტივობას ზრდის იბერიის ნახევარკუნძულზე, ბალკანეთში (ალბანეთი, ბულგარეთი), ეგვიპტე, იტალია (რომი, ბოლონია) და შვეიცარია (ციურიხი) კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინვესტიციები და მუშაობა მიმდინარეობს საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და მაროკოში ფრენების რაოდენობის ზრდაზეც, რაც ბერძნული ავია ლიდერს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპანიად ქმნის.

წყარო : ekathimerini.com