ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მმართველობამ მიგრანტებს ესპანეთის საზღვრების კარი ფართოდ გაუხსნა. სოციალისტი პრემიერის ხელისუფლების პირობებში ესპანეთში მხოლოდ არალეგალურად 350 000 მდე მიგრანტი შევიდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კეთილდღეობის სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, რომელსაც მისი თქმით მისი მთავრობა აშენებს ქვეყანას ყოველწლიურად სჭირდება დაახლოებით 250 000 შრომითი ემიგრანტი. UNHCR-ისა და იმიგრაციისა და საზღვრების გენერალური კომისარიატის (CGEF) უახლესი 2025 წლოს 5 მარტის მონაცემებით პედრო სანჩესის მემარცხენე ლიბერალური ხელისუფლების პერიოდში ქვეყანაში 348,167 არალეგალი მიგრანტია აღრიცხული , რომლებმაც ესპანეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს უშუალოდ სასაზღვრო პუნქტების გავლით და მოხდა მათი დაფიქსირება , ხოლო ის რაოდენობა რომელმა მიგრანტებმაც ქვეყანაში შეღწევა სხვა გზებით მოახერხეს კიდევ უფრო ზრდის ამ ციფრს.
2018 წელს , მას შემდეგ რაც მემარცხენე სანჩესი ესპანეთის პრემიერი გახდა მხოლოდ წლის მეორე ნახევარში, მისი ადმინისტრაციის პირობებში, ესპანეთმა 53,572 არალეგალი მიგრანტი მიიღო, რაც წინა წლების მთლიანი მაჩვენებლის თითქმის 82%-ს წარმოადგენდა, ხოლო 2019 წელს უკანონოდ საზღვრის კვეთის ფაქტმა 32,513 შეადგინა .
2020 წელს, გლობალური COVID-19 პანდემიის დროს, ვითარებამ საგანგაშო ზრდა დაიწყო. გლობალური ლოქდაუნის და ჯანმრთელობის დაცვის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად ესპანეთში არალეგალურად 41,861 ადამიანი შევიდა, საიდანაც 23,000-ზე მეტი მხოლოდ კანარის კუნძულებიდან გადავიდა საზღვარზე, რამაც არქიპელაგი ესპანეთის მიგრაციის კრიზისის ეპიცენტრად აქცია.
2021 წელს ოფიციალურად დაფიქსირდა 43,197 უკანონო საზღვრის კვეთის ფაქტი, ამ პერიოდში მხოლოდ მაროკოდან 48 საათში დაახლოებით 14,000 მიგრანტს გადავიდა ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამაც ნათლად აჩვენა ესპანეთისა და ევროკავშირის საზღვრების დაუცველობის მაგალითი.
ამ ინციდენტმა ესპანელებში საგანგაშო პროტესტი გამოიწვია და 2022 წელს საზღვრის კონტროლის გამკაცრების ღონისძიებებისკენ უბიძგა მთავრობას, ამ წელს ესპანეთში მხოლოდ 31,763 არალეგალი მიგრანტი მოხვდა.
თუმცა , 2023 წელს მთავრობის მიგრანტებისადმი ლოალურობის პოლიტიკამ კვლავ იმძლავრა და მნიშვნელოვანი ზრდა – 57,538 არალეგალური ემიგრანტის სტუმრობა და დარჩენა გამოიწვია ესპანეთის ტერიტორიაზე, საიდანაც მხოლოდ 40 000 ათასზე მეტი არალეგალი კანარის კუნძულებზე შევიდა.
2024 წლის აგვისტოში მავრიტანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს პედრო სანჩესმა განაცხადა რომ ესპანეთი აპირებს ყოველწლიურად 200,000 დან 250,000 მდე მიგრანტი მიიღოს , რადგან ესპანეთს მუშა-ხელი ესაჭიროება და ამით აპირებს მისი მთავრობა შეავსოს მოთხოვნადი ვაკანსიები, რისმა შედეგმაც არ დააყოვნა და 2024 წელს ახალი არალეგალი მიგრანტების მაჩვენებელმა ესპანეთში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, სასაზღვრო უწყებამ 64 318 უკანონო შესვლა დააფიქსირა.
ბოლო ჩატარებული გამოკითხვებით ესპანელების 57% თვლის, რომ მათ ქვეყანაში ძალიან ბევრი იმიგრანტია.
პედრო სანჩესის მემარცხენე მთავრობა კი თვლის რომ მიგრანტების ეს რაოდენობა არ არის საგანგაშო და ისინი ესპანეთის ეკონომიკას ესაჭიროება, რასაც ესპანეთის სახელმწიფო ბანკიც იზიარებს და აცხადებს რომ ეროვნული საფინანსო სტაბილურობის შესანარჩუნებლად ესპანეთი მომდევნო 25 წლის მანძილზე მეტი რაოდენობის მოსახლეობას საჭიროებს და მიგრანტების რაოდენობის ზრდა არათუ ნეგატიური არამედ დადებითი მოვლენაა ამ კონტექსტში.