ბარსელონასა და კატალონიაში ორმაგი გადასახადების დაწესება იგეგმება

0
333

ბარსელონასა და კატალონიაში ორმაგი გადასახადების დაწესება იგეგმება , ამის შესახებ The Independent წერს. მისი ინფორმაციით კატალონიის ავტონომიის ხელისუფლება, რომლის დედაქალაქიც ბარსელონაა, ტურისტული გადასახადის გაორმაგებას გეგმავს და ახალი რეგულაციით ტურისტებს ბარსელონასა და კატალონიის სასტუმროებსა თუ აპარტამენტებში გატარებულ ყოველ ღამეზე დამატებით 15 ევროს გადახდა მოუწევთ.

ამჟამად ბარსელონას ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში ღამისთევის დამატებითი გადასახადი 5,70 ევროს, ხოლო ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში 7,50 ევროს შეადგენს. უბრალო საცხოვრებლებში კი უფრო დაბალი გადასახადები მოქმედებს. მთავრობის ახალი ინიციატივით, კატალონიის დედაქალაქიდან გადასახადი მთელ რეგიონზე გავრცელდება. თუმცა ძალაში შესვლამდე, კანონპროექტი საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს და ჯერ უცნობია, თუ როდის მოხდება ეს.

ბოლოს კატალონიის დედაქალაქში ტურისტული გადასახადი 2024 წლის 1 ოქტომბერს გაიზარდა. მანამდე ამ გადასახადმა ჯერ 2023 წლის 1-ელ აპრილს, შემდეგ კი 2024 წლის 1-ელ აპრილს მოიმატა. ხელისუფლება პირობას დებს, რომ გადასახადიდან მიღებული თანხის, მინიმუმ, 25%-ს ქალაქის მცხოვრებლების საბინაო პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენებს, რაც მეტწილად ჭარბი ტურიზმით არის გამოწვეული. კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქალაქის ცენტრში ხელმისაწვდომი საცხოვრებლის დაქირავება სულ უფრო რთული ხდება, რადგან მფლობელები მათ ტურისტებზე მაღალ ფასებში აქირავებენ.

წყარო: The Independent