ფრიდრიხ მერცი გერმანელებისთვის დაპირებულ საემიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას და არალეგალების მიმართ მკაცრი ზომების პოლიტიკის გატარებას ვერ ახერხებს, სოციალ-დემოკრატების მოთხოვნების ჩამონათვალში მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება და მათი საზღვრებიდან გაბრუნება წითელი ხაზია.
მერცის დაპირება რომ არჩევის შემდეგ უკანონო მიგრანტებს საზღვარზე დააბრუნებდა, 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ მომავალმა კანცლერმა უკვე უარყო და განაცხადა, რომ არალეგალურ მიგრაციასთან გამკლავების მიზნით ის სხვა გზებს გულისხმობდა : „არცერთი ჩვენგანი არ საუბრობს საზღვრის ჩაკეტვაზე“ – განმარტა მან სოციალ- დემოკრატებთან შეხვედრების შემდგომ.
სოციალ-დემოკრატების ლიდერი ლარს კლინგბეილი კი 5 მარტს მიცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სოციალ-დემოკრატები „არ მიიღებენ მონაწილეობას საზღვრების დე ფაქტო ჩაკეტვაში“ – ეს კი იმას ნიშნავს რომ მერცს სახელისუფლებო კოალიცია ჩაეშლება თუ კი შეეცდება მიგრაციის კანონმდებლობის გამკაცრებას ან არალეგალი მიგრანტებისადმი მკაცრ ზომებს გამოიყენებს.
მიუხედავად იმისა რომ ქრისტიან-დემოკრატების ნაწილი ღიად აფიქსირებს რომ გერმანიის ,,მოსახლეობა აღარ იღებს ღია საზღვრების პოლიტიკას და პრინციპს სახელმწიფო ყველასთვის და კეთილდღეობა ყველასთვის ,” რასაც ბოლო გამოკითხვებიც აჩვენს, რომ გერმანელების 72% მომხრეა საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების მეტად გამკაცრების და ღიად ითხოვენ გერმანიაში მოხვედრილი მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მაძიებლებლის სტატუსზე უარყოფით გადაწყვეტილებებს, რაც შესაბამისად მათ პროცედურულ დეპორტაციას ნიშნავს, ფრიდრიხ მერცს მიგრაციის საკითხში უკან დახევა მოუწევს ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ.
წყარო: Diaspora.ge