საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით 2025 წელს დასაქმების და ლეგალური ცხოვრების უფლების შესაძლებლობას 89 290 ახალი შრომითი მიგრანტი მიიღებს

0
4396

ბერძნული მედია მაუწყებლის sky.gr ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2025 წელს საბერძნეთი მესამე ქვეყნის 89 290 მოქალაქეს პროფესიულ ვაკანსიებს შესთავაზებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში სამუშაო ვიზებს მიიღებენ , მათ შორის სამუშაო ვიზების მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ .

საბერძნეთის მთავრობის და დარგობრივი უწყებების დასაქმების ბაზრის კვლევების მიხედვით საბერძნეთს 360 000 ვაკანსიის დეფიციტი აქვს, რის საფუძველზეც საბერძნეთის მთავრობას ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის და უცხოელთა ლეგალურად დასაქმების მიმართულებით საკონსულო წარმომადგენლობებს ავალებს 2025 წლისთვის 89 290 პირისთვის გაიცეს შესაბამისი ვიზები რათა მათ ლეგალურად შრომა და დასაქმება შეძლონ.

რაც შეეხება ვაკანსიებს მთავრობის დებულების თანახმად პრიორიტეტულად გამოიყოფა დასაქმების სფეროები სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, საზღვაო მრეწველობის, სასტუმროების პერსონალის, ტურიზმის და სამშენებლო სერვისების მიმართულებით.

როგორც ბერძნული მედია იუწყება 2023-2024 წლების ანალოგიური ინიციატივით 32 517 პროფესიონალმა მიიღო სეზონურად დასაქმების უზრუნველყოფის შედეგად საბერძნეთში ლეგალურად მუშაობის და ცხოვრების უფლება და შედეგები დამაკმაყოფილებელია თავად ბერძნული მხარისთვისაც.

რაც შეეხება საბერძნეთის ახალ სამთავრობო ინიციატივას მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა სამუშაო ვიზების მისაღებად აუცილებლად უნდა მიმართონ საკუთარ ქვეყნებში საბერძნეთის საელჩოების საკონსულო დაწესებულებებს და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ მიიღონ სამუშაო ვიზები, რაც შემდგომ უზრუნველყოფს მათ ლეგალურ ცხოვრებას და მუშაობას საბერძნეთის ტერიტორიაზე.

წყარო: sky.gr , https://www.dimokratiki.gr . Diaspora.ge