საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება. მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა.
მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება. მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.
კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრებზე ზომები გაამკაცრა, ამჯერად საკარანტინო სივრცეებში მოათავსებენ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან ჩამოვლენ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ უამრავმა ადამიანმა, რომელსაც ბილეთები უკვე დაჯავშნული აქვს, კარანტინს თავი აარიდოს და მოგზაურობა გაურკვეველი დროით გადადოს, რამაც შესაძლოა ავიაკომპანიები დააზარალოს, ხოლო ქვეყანა კი თანდათან იზოლაციაში...
სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, ქვეითად მოსიარულე პირთათვის ახალი დერეფნის გახსნასთან და კომპიუტერული სისტემების გადატანასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 11:00-19:00 საათზე (თურქეთის დროით 10:00-18:00) საზღვარზე მგზავრთა და ა/მანქანების გატარება ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდება.
მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიულად გატარებას.-...
“ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო – განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად, ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო მიმდინარე წლის 12 აპრილს, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში, რომელიც ესპანეთის დედოფლის სოფიას ფონდის პატრონაჟითა და ესპანეთში დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის (AIDE) ორგანიზებით, მადრიდის სიბელესის სასახლეში გაიმართება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ბიზნესის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიები.
...
საბერძნეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად 3 ივნისს ათენის ბიზანტიისა და ქრისტიანულ მუზეუმში ოფიციალური მიღება გამართა.
საელჩოს ინფორმაციით, საბერძნეთში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თანამემამულეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
ლევან ბერიძემ ისაუბრა სხვადასხვა სფეროში საქართველოს...
საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ახლადდანისნულ დირექტორთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საჭიროა ყოველდღიური კონტაქტები და ღია თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსა და სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შორის. „უნდა მოხდეს ადგილსამყოფელი ქვეყნების მიხედვით, ქართულ დიასპორებში არსებულ გამოწვევებზე...
საბერძნეთთან ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად მზად არის -ამის შესახებ განცხადება დღეს საბერძნეთში ემიგრანტების უფლედამცველი და დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი აცხადებს: ,,მაქვს ძალიან პოზიტიური და დამაიმედებელი ახალი დადასტურებული ინფორმაცია. საქართველოს მთავრობამ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ემიგრანტებისთვის ძალიან სასარგებლო , დიდი ბენეფიტის მომტანი...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...
იტალიაში დოქტორანტურაზე სწავლის მსურველებს სტიპენდიის სახით წლიურად დაუბეგრავი 15.343,28 ევროს მიღების შესაძლებლობა ეძლევათ . ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა, როგორც პროგრამის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება უკვე დაიწყო სასარის უნივერსიტეტში XXXVI ციკლის (დასაწყისი: 2020 წლის 1 ნოემბერს) დოქტორანტურის 10 სხვადასხვა კურსზე სწავლის მსურველთა ჩარიცხვა.სასარის უნივერსიტეტი დოქტორანტურის კურსებზე სწავლის მსურველებს 54...
































