ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო მიმდინარე წლის 12 აპრილს, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო გამოფენა-ბაზრობაში, რომელიც ესპანეთის დედოფლის სოფიას ფონდის პატრონაჟითა და ესპანეთში დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის (AIDE) ორგანიზებით, მადრიდის სიბელესის სასახლეში გაიმართება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და ბიზნესის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიები. ...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემიის (Academia de la Diplomacia) მიერ საქართველოს შესახებ ჟურნალის ექსკლუზიური გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც პირველად გამოიცა ესპანურ ენაზე და სრულად დაეთმო საქართველოს. ესპანეთის სამეფოს დიპლომატიური აკადემია ერთ-ერთი ყველაზე...
15-16 ივნისს, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის სამუშაო ვიზიტი ქ.კონსტანცაში, რომელიც ბათუმის დაძმობილებული ქალაქია 2020 წლიდან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები კონსტანტას მერთან ვირჯილ ჩიცაკთან, სამხარეო ადმინისტრაციის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან რაზვან ფილიპესკუსთან, საბჭოს მრჩეველთან კულტურის საკითხებში...
ჩვენი თანამემამულეების ინტერესების სათანადოდ დაცვისთვის და სერვისების ხელმისაწვდომობისთვის, მილანში გენერალური საკონსულოს არსებობა საჭირო და მნიშვნელოვანია - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მილანში გენერალური საკონსულოს ოფიციალურად გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც, როგორც საქართველოს, ისე...
კახა კალაძე მილანის მერს შეხვდა მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მილანელ კოლეგას, ჯუზეპე სალას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, თბილისსა და მილანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. საუბარი შეეხო მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის...
5 ივნისს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა კრაკოვში იოსებ ხახალეიშვილმა, გაცნობითი შეხვედრა გამართა მალოპოლსკის სავოევოდოს მარშალთან ლუკაშ სმილკასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მალოპოლსკასა და საქართველოს რეგიონებს შორის სამომავლო თანამშრომლობას და გაცვლით ვიზიტებს ბიზნესის და განათლების სფეროში, ასევე აჭარისა და მალოპოლსკას რეგიონების მიერ განხორციელებულ ერთობლივ პროექტებს. მარშალმა...
2025 წლის 30 აპრილს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში გაიმართა.ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და...
2025 წლის 8 ივნისს, ქ. ხულონში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, შაი ქეინანთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.ასევე, საუბარი შეეხო ხულონისა და ქუთაისის დამეგობრობის საკითხს.
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების ჩამოფრენის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი იმყოფებოდა.
მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა. საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გახსნასა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ვისკონტების სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და იტალიის სახელმწიფო ჰიმნები. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა...