ცხოვრება მართლაც რომ მოულოდნელობებითაა სავსე. წლების წინ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ემიგრანტი ვიქნებოდი იტალიაში და რომში მომიწევდა ცხოვრება და თანაც ფრანგ გოგონასთან ერთად ერთჭერქვეშ. მარლინი საფრანგეთიდან იტალიაში ჩამოვიდა სასწავლებლად, წინაპრები იტალიელები ჰყავს,ასე რომ, ცოტა იტალიური იცოდა. ბინას ეძებდა და ჩვენ ქართველებმა შევიკედლეთ. როგორც დავინახე ჩემს შვილს მივამსგავსე და მაშინვე...
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ასევე რეფერენდუმში. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ: კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე; ამომრჩევლებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან რეგისტრირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე; ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო...
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ რომ სკანდინავიის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების დაპირებით ხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვა საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში  ნათქვამია რომ :,,უკანასკნელ პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც გარკვეული პირების მხრიდან ხდება საქართველოს მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანა. კერძოდ, სკანდინავიის ქვეყნებში (დანია, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ფინეთი) ლეგალურად დასაქმების დაპირებით...
  ბინადრობის უფლებისთვის საინვესტიციო ვალდებულების ზრდა დეველოპერებს პრობლემას არ შეუქმნის, - მიიჩნევს დეველოპერული კომპანია არსის ხელმძღვანელი თორნიკე აბულაძე. ამ ყველაფერს მოწმობს ისიც, რომ მაგალითად,  იმ კომპანიებში,  სადაც თორნიკე აბულაძეს ინფორმაციასთან წვდომა აქვს, გაყიდული 400 ბინიდან, უცხოელებზე მხოლოდ 4-5% მოდის, მაშინ როცა   უცხოელზე მიყიდული 20 ბინით  ბინადრობა 100-ს აქვს მიღებული. თორნიკე აბულაძე მოქმედ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე-პრეზიდენტს, ანდრეა შუმახერს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დადებითად შეფასდა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული დინამიური ორმხრივი თანამშრომლობა. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს უვიზო რეჟიმის არამიზნობრივი და...
გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი მიმართვიანობის მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და 912,000 განაცხადი შეადგინა. EU-ს წევრ ქვეყანას თავშესაფრის მისაღებად 2024 წელს ყველაზე ხშირად სირიიდან წამოსული ლტოლვილები მიმართავდნენ, საერთო ჯამში 148,000 მოთხოვნით, რაც მთლიანი რაოდენობის 16%-ია. Eurostat-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემების...
გიორგი დადიანი საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს  თურქეთში მყოფი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის და წერს რომ : ,,თუ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს წარსულში ბინადრობაზე(oturma izni) მოგივიდათ უარყოფითი გადაწყვეტილება(iptal), და ისევ იმყოფებით თურქეთის რესპუბლიკაში,მაგრამ უახლოეს ხანში აპირებთ წასვლას საქართველოში სასურველია მიგრაციის სამსახურიდან აიღოთ ბინადრობის განაცხადზე უარის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომელიც ითვალიაწინებს 10დღეში თურქეთის რესპუბლიკის დატოვებას. სასურველია იმიტომ,რომ...
კომპანია "სვეტს" კლიენტების მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნება დაეკისრა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. როგორც bm.ge-ს დაზარალებულების ადვოკატმა ირაკლი ბურჭულაძემ განუცხადა, სასამართლომ კომპანიას ასევე დააკისრა სასამართლო ბაჟის და საადვოკატო მომსახურების ანაზღაურებაც, შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებაც. ბურჭულაძე ამ ეტაპზე სასამართლოში ორი კლიენტის ინტერესს იცავდა, რომელთა მიერ ბინების მშენებლობისთვის შეტანილი თანხა,...
CNN- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პაპი ფრანცისკე მიგრანტების მიმართ მკაცრ პოლიტიკას კათოლიკური ფასეულობებისთვის მიუღებლად მიიჩნევს,  რომის პაპმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის "ნულოვანი ტოლერანტობის"  საიმიგრაციო პოლიტიკაც გააკრიტიკა. Reuters-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში კი პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ამერიკელი კათოლიკე მღვდლების განცხადებას, რომელშიც მექსიკელი მშობლებისა და მათი შვილების განცალკევება "ამორალურ ფაქტად" და...
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი ორი თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აქცია არ ითვალისწინებს...