2018 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთასამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენისსწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.- ნათქვამია საგარეოს საქმეთა უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში .  მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ისაუბრებს ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე . მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგებიან საქართველოს...
  საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნილი ელჩები მიიღო . თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება, გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში 2018 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე – გიორგი შარვაშიძე და ზვიად გონაძე – თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. მათ ნაცვლად, დავით ზალკალიანის მოადგილეებად მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაინიშნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე, 2015 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა....
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის,  №330 დადგენილება,არის ის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელმაც საზღვარგარეთ გარდაცვლილი ემიგრანტების ოჯახების ტრაგედიას წლების მანძილზე დამატებული საზრუნავი მოუხსნა. ამ დადგენილებამდე წლების მანძილზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეხვდებოდით კვირიდან კვირობამდე სახელდახელოდ შექმნილი სამოწყალო და უპატრონოდ მიტოვებული გარდაცვლილი ემიგრანტების ახლობლებს და დამტირებლებს, რომელთა მთავარი საზრუნი და პირველი სატირალი უცხოეთში...
2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა და მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო,ხოლო შერჩევის დასკვნით ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიამ მიმდინარე წელს 76 კონკურსანტიდან  ხმათა უმრავლესობით 15...
დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს. კანონპროექტები სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა წარადგინა. საიდანაც ცნობილი ხდება რომ 2019 წლის ბიუჯეტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების - საელჩოებისა და საკონსულოების ხარჯები იზრდება და ის 2019 წელს  100,245 მლნ. ლარს შეადგენს. აღსანიშნავია...
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით  წინა წელთან შედარებით 800 000 ლარით იზრდება დიასპორული პოლიტიკის მიმართულების დაფინანსება და ის 2 200 000 ლარს გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კუთხით დაგეგმილია დიასპორისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა პროექტების და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, პროექტი „იყავი შენი...
პრემიერ-მინისტრმა სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად ემიგრანტებს სვეტიცხოვლობა მიულოცა. „მინდა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს, ჩვენს მრავალეთნიკურ ერს განსაკუთრებით კი ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო სვეტიცხოვლობა. სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცის და ამავე დროს, ეს არის სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის.კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ თქვენგანს მივულოცო დღევანდელი დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალია 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მას აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, კერძოდ ის იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის...
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე  დავით დონდუა დაინიშნა.მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია რომ ის საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში ინიშნებოდა საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, თუმცა დღეს პრეზიდენტის ხელმოწერით ავსტრიის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება. საქართველოს...