2020 წლის 15 ოქტომბერს ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის’’ გამარჯვებულის ნანა თევდორაძის პროექტის ,,დიასპორული ინიციატივა- ქმედითი სოციალური ნაბიჯი 2020’’ ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტის, ქოლ-ცენტრის გახსნა. აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ემიგრანტებისთვის ქმედითი, ინფრომაციული მხარდაჭერის აღმოჩენა.სტუმრებს...
18 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა, საბერძნეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში შეხვედრა გამართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ კონკურსის გამარჯვებულებთან. აღნიშნული პროგრამის მიზანია კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების შემდგომ პერიოდში, ცხოვრებისა და საქმიანობის სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, უცხოეთში მყოფი...
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქე რომელიც საელჩოსთან დაკავშირებას ცდილობდა დახმარებისთვის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. უწყების ცნობით, ინფიცირებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება. „აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის არის საკონსულო...
COVID-19 თან დაკავშირებით თესალონიკში დიპლომატიურმა უწყებამ ემიგრანტებისთვის ცხელი ხაზის ნომრები გამოაქვეყნა, ამის შესახებ გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გვერდზე განცხადება იტყობინება: ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქში (მაკედონია-თრაკიის რეგიონი) COVID-19 შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დაგიდასტურდათ კორონავირუსი და გესაჭიროებათ გენერალური საკონსულოს მხარდაჭერა, გთხოვთ...
ჩემთვის პრიორიტეტულია გვერდში დავუდგე ჩვენს მოქალაქეებს აცხადებს საქართველოს გენერალური კონსული ტესალონიკში ნოდარ კომახიძე ,, იქიდან გამომდინარე, რომ ქ. თესალონიკში ჩემი ჩამოსვლა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, შესაბამისად ჩემთვის პრიორიტეტულია გვერდში დავუდგე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ ამ დაავადებასთან ბრძოლა. მისი...
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ მორიგი თანადგომა განახორციელა ესპანეთში უსახსროდ დარჩენილი კიდევ ერთი ქართული ოჯახისადმი და წამალაშვილების ოჯახი, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო უსახსროდ დარჩა და ვერ ახერხებდა სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობის დახმარებითა და საელჩოს ორგანიზებით 2 აგვისტოს მადრიდიდან თურქეთის გავლით სამშობლოში დაბრუნდა.
საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პროკოპიოს პავლოპულოსმა, საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, 2020 წლის 3 თებერვალს, ყოველწლიური საახალწლო მიღების ფარგლებში, საბერძნეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე მიწვეული გახლდათ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დარეჯან მუმლაძე. - ნათქვამია საელჩოს მიერ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ...
ქ. თესალონიკში COVID-19 შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით დაინფიცირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილიც მკურნალობას გადის თესალონიკის საუნივერსიტეტო კლინიკა AHEPA-ში.ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე ეწვია ზემოხსენებულ კლინიკას და შეხვედრა გამართა მკურნალ ექიმთან თეოფილოს ხრისანტიდისთან. ექიმისგან მიიღო ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კლინიკის წარმომადგენლები მუდმივ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელში დროებითი დასაქმების ხელშეკრულებას დადებითად აფასებს და საკუთარ ოფოციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს: ,, ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ - მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა. ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული...
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. ელჩი თურქეთის იმ ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებშიც საკარანტინო რეჟიმი არის შემოღებული. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი,...