5 მეთოდი ევროპაში სამსახურის დასაწყებად

0
2529
Tenir les engagements envers le marché intérieur : éliminer les entraves à la libre circulation des services dans l'Union

ყველაზე მთავარი პრობლემა, ევროპაში სამსახურის მოძიებისას არის მუშაობის უფლების მოპოვება.

ხშირ შემთხვევაში ასეთი უფლების მოპოვება ძალიან რთულია შემდეგი მიზეზების გამო:

1) ქვეყანაში, სადაც თქვენ სამსახურს ეძებთ, უბრალოდ არ არსებობს მუშაობის უფლება თქვენი დონის/პროფილის სამსახურის მაძიებლისთვის (მაგალითად, თუ თქვენი კვალიფიკაცია დაბალია)

2) იმ ვაკანსიაზე, რომელსაც თქვენ შეარჩევთ უმეტეს შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურის იმ მაძიებელს რომელიც არის ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე

3) დამსაქმებელს არ სურს დახარჯოს დრო და რესურსები თქვენი დოკუმენტების გაფორმებისთვის.

რა უნდა გააკეთოთ იქამდე, სანამ დაიწყებთ ევროპაში სამსახურის ძიებას

– შეუძლებელია მთელ ევროპაში სამსახურის ძებნა. ამოირჩიეთ ორი, მაქსიმუმ სამი ქვეყანა და ფოკუსირება გააკეთეთ მხოლოდ მათზე. მუდმივად გაეცანით ამ ქვეყნებში სამსახურის შესახებ სხვადასხვა რესურსებს, გაერთიანდით სოციალური ქსელის ადგილობრივ ჯგუფებსა და პროფესიულ ფორუმებზე.

– ადეკვატურად შეაფასეთ ერთიდან მეორე ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობები – კანონების თვალსაზრისით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დღეისათვის სამუშაო ემიგრაცია ძალიან მკაცრად იზღუდება, აქიდან გამომდინარე რაც არ უნდა საუკეთესო სპეციალისტი იყოთ და დამსაქმებელსაც თქვენი დაქირავების დიდი სურვილი ჰქონდეს ის მაინც ვერ შეძლებს თქვენს დასაქმებას, რადგანაც ბრიტანეთის მთავობა თქვენ უბრალოდ არ მოგცემთ მუშაობის ნებართვას. შვეიცარიაში მუშაობის უფლებას, ხანდახან გასცემენ იმ სპეციალისტებზეც, რომელთაც არ გააჩნიათ უმაღლესი განათლება. ჩეხეთში კი, სამსახურის უცხოელი მაძიებლებისთვის არსებობს ვაკანსიების ცალკე ბაზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამსახურის მოძიებამდე, აუცილებელია გაარკვიოთ რა სახის სამუშაო ნებართვები არსებობს თქვენთვის საინტერესო ქვეყანაში.

– კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ადგილობრივ კანონებში მოთხოვნები სამსახურის უცხოელ მაძიებელთან მიმართებაში, რომელიც მოქმედებს თქვენვის საინტერესო ქვეყანაში. მაგალითად, გერმანიაში თქვენი განათლება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იმ თქვენს მომავალ თანამდებობას. ანუ თარჯიმანის დიპლომით ვერ მოძებნით მარკეტოლოგის სამსახურს.

– დაინტერსდით თქვენთვის საინტერესო ქვეყანაში ხელფასის მოცულობით, გადასახადებითა და ბინის ქირის ხარჯით. თქვენთვის ჩაინიშნეთ და შეაჯამეთ ეს მონაცემები. დედაქალაქი არ არის ყოველთვის საუკეთესო არჩევანი.

– სხვადასხვა ფორუმებზე წაიკითხეთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველი ქვეყნის დადებით და უარყოფით მხარეზე. ყველა წაკითხულ ინფორმაციასაც ნუ მიიღებთ მხედველობაში, არ დაიჯეროთ ხშირად გამოთქმულ მოსაზრებებს. ძალიან ბევრი ქართველი მიისწრაფის იტალიისკენ, რადგან იქ ვითომდა “კარგი კლიმატი და სილამაზეა”, მაგრამ მხოლოდ ერთეულები თუ ახერხებენ პროფესიონალურ წინსვლას. იტალიაში კარგი იტალიურისა და პირადი კონტაქტების გარეშე თქვენ ვაკანსიასაც კი ვერ მოძებნით (ონლაინ სივრცეში მათ თითქმის არ აქვეყნებენ).

საიდან უნდა დავიწყოთ ევროპაში სამსახურის ძიება?

– მოამზადეთ თქვენი CV -ს შაბლონი შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ იტალიაში რეზიუმეში უნდა მიუთითოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის საჭირო თანხმობა.

– დარეგისტრირდით თქვენთვის საინტერესო ქვეყნებში სამსახურის საძიებო სისტემებში, გახდით სისტემის ხელმოწერები იმისთვის რომ მიიღოთ შეტყობინებები ახალი ვაკანსიების შესახებ

– მოიძიეთ და შეადგინეთ დიდი კომპანიების სია, სადაც შეიძლება თქვენი პროფილის მიხედვით გამოცხადდეს ვაკანსიები, ხშირად ესტუმრეთ ასეთი კომპანიების ოფიციალურ საიტებს, რომელთაც აქვთ სპეციალური განყოფილება ვაკანსიებისთვის

ზოგიერთი სახელმწიფოები (მათ შორის – გერმანია, ნორვეგია) გასცემენ სამუშაო ვიზებს სამსახურის პერსპექტიულ მაძიებლებზე.

სამსახური ევროპაში

5 მეთოდი ევროპაში სამსახურის დასაწყებად

1) დიდი კომპანიის შიდა როტაცია

დადებითი:
დასაქმებულის ყველაზე უმტკივნეული ვარიანტი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში დამსაქმებელი თავის თავზე იღებს ყველა პროცედურას რომელიც საჭიროა დოკუმენტაციის გასაფორმებლად.

უარყოფითი:
ასეთი ვარიანტის წინასწარ დაგეგმვა ცოტა რთულია, მაგრამ საოფისე პოლიტიკის კარგი ფლობის შემთხვევაში, რთული არ არის უცხო ქვეყნის განყოფილებაში სამსახური დაიწყოთ მხოლოდ თქვენ.

2) ევროპულ ქვეყანაში სტაჟირების გავლა

ბევრ საერთაშორისო კორპორაციებს ძალიან იზიდავევენ ტალანტები, რომლებიც სტუდენტებსა და დამამათარებელ კლასელებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობენ. სტუდენტისთვის სტაჟირება ხშირ შემთხვევაში გრძელდება ნახევარი წელიწადი. ვაკანსიები სტაჟირების შესახებ ქვეყნდება დაწყებამდე ნახევარი წლით ადრე, ბიუროკრატიულ პროცედურებს (მაგ.: დიპლომის დამტკიცება) მიაქვს ძალიან დიდი დრო.

დადებითი მხარე:
სტაჟირების დასრულების შემდეგ ამავე კომპანიაში სტაბილური სამსახურის მიღების შანსები ძალიან დიდია. კომპანიები ასწავლიან და ავარჯიშებენ სტუდენტებს არა მათი კონკურენტებისთვის არამედ თავიანთი კომპანიისთვის. ძალიან უიღბლო ადამიანი უნდა იყოთ, რომ სტაჟირების გავლის შემდეგ ვერ დაიწყოთ კომპანიაში მუშაობა.

სტაჟირების გასავლელად იზის მიღება ბევრად მარტივია. ამასთან ერთად დამსაქმებელი გაგიწევთ მხარდაჭერას.

უარყოფითი მხარე:
ასთ პოზიციებზე კონკურსი ძალიან მაღალია – ძალიან დიდი. თქვენთან პაექრობაში იქნებიან ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან..

3) კვალიფიციური სპეციალისტების ემიგრაცია

თუ თქვენ ხართ – მაღალი კლასის სპეციალისტი დიპლომით და თან ინჟინერი, ტექნიკური მიმართულების სპეციალისტი, კვალიფიციური პროგრამისტი მაშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თქვენთვის მოქმედებს ემიგრაციის სპეციალური წესები.

დადებითი მხარე:
მაღალკვალიფიციური სპეციალისტისთვის უფრო მარტივია ოჯახის წევრების გადაყვანა, გერმანიაში კი ლურჯი ბარათის მფლობელს საშუალება აქვს მიიღოს ბინადროების უფლება.

უარყოფითი მხარე:
უარყოფითი თითქმის არაფერია.

4) დეფიციტური პროფესიის წარმოამდგენლების იმიგრაცია

თუ თქვენ არ გაქვთ უმაღლესი განათლება, და გაქვთ მხოლოდ საშუალო განათლება, ზოგიერთი ქვეყანა (ავსტრია და გერმანია) იძლევა დეფიციტური პროფესიის წარმომადგენლებზე ბინადრობის ნებართვას. როგორც წესით ასეთი პროფესიების სია გადაიხედება სახემწიფოს მიერ წელიწადში ერთხელ სადაც შეიძლება მოხვდნენ სანტექნიკები, მექანიკოსები და სხვა სპეციალისტები.

დადებითი მხარე:
საჭირო არ არის უმაღლესი განათლება

უარყოფითი მხარე:
ასეთი ტიპის მუშაობის ნებართვის კონვერტირება მუდმივ სამსახურში ცოტა რთულია.

5) სეზონური სამსახური

ეს არ შეიძლება ჩაითვალოს იმიგრაციად, რადგან სეზონური სამუშაო დროში შეზღუდულია (უმეტეს შემთხვევაში 6 თვე – ეს მაქსიმუმია), და ამის შემდეგ თქვენ მაშინვე უნდა დაბრუნდეთ სახლში .

სეზონურ სამსახურზე გასაცემ ნებართვებზე დაწესებულია კვოტები, ხშირად ეს კვოტები ძალიან დაბალია. ანუ თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ ამ წელიწადს გასცეს მხოლოდ 2000 ნებართვა სამსახურის უცხოელ მაძიებლებზე, ზუსტად ამდენსვე გასცემენ.

სეზონურ სამსახურებზე დიდი კონკურენციაა პორტუგალიაში.