საბერძნეთმა საქართველში 134 არალეგალი ნებაყოფლობით დააბრუნა და 26 არალეგალი ქართველი გააძევა.

0
3260

საბერძნეთმა საქართველში 134 არალეგალი ნებაყოფლობით დააბრუნა და 26 არალეგალი ქართველი გააძევა- ამის შესახებ საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით ხდება ცნობილი.

2025 წლის 3 და 4 აპრილს ქართველი არალეგალი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია განხორციელდა -ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებიდან ცნობილი ხდება რომ საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების ორი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროს შეფასებით ,,სამართლიანი, მაგრამ ამავე დროს მკაცრი მიგრაციის პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში”.

საჯარო განცხადების თანახმად 2025 წლის 3 აპრილს საბერძნეთიდან გაძევება განხორციელდა საქართველოს იმ 26 მოქალაქის რომლებსაც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნაზე საბოლოოდ უარი ეთქვათ. სპეცოპერაცია კი საბერძნეთის პოლიციის და ევროპული კომპეტენტური სააგენტოს ერთობლივი კოორდინაციით განახორციელა.

სამინისტროს განცხადებით თავშესაფრის სამსახურმა დაჩქარებული პროცედურით შეისწავლა თავშესაფრის მოთხოვნის საჩივრები, რომლებიც წარდგენილი იყო ამიღდალეზას წინასწარი დაკავების ცენტრში და უარყოფითი გადაწყვეტილებების შემდგომ მიიღეს 26 ქართველის გაძევების გადაწყვეტილება.

2025 წლის 4 აპრილს კი ბერძნული მხარის შეფასებით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამშობლოში ნებაყოფლობითი დაბრუნების ოპერაცია განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ორგანიზებული ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის (AVRR) პროგრამის ფარგლებში, რის შედეგადაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნდა საქართველოს 134 მოქალაქე.

საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროს შეფასებით ამ ღონისძიებებით:

,,საბერძნეთის მთავრობა, მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ადასტურებენ კანონის სრული განხორციელებისადმი ერთგულებას და ხაზს უსვამენ, როგორც იძულებით ასევე ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამების გაძლიერების აუცილებლობას საბერძნეთისათვის”.

საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის ახალი მინისტრის მაკის ვორიდისის საჯაროდ გაკეთებული განცხადებების თანახმად ის მხარს უჭერს არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკის განხორციელებას, ხოლო ლეგალური მიგრაციის ხელშესაწყობად ორაგანიზებული პროგრამების შემუშავებას, მათ შორის ბინადრობის ნებართვების გაცემის კუთხით მიიჩნევს რომ საბერძნეთმა აქცენტი უნდა გააკეთოს აღრიცხული და ლეგალი მიგრანტების მიღებასა და ლეგალური მიგრაციის განვითარებაზე.

წყარო : საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის სამინისტრო.