ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. იხილეთ ინტერვიუ: https://www.facebook.com/1stchannel/videos/1981559142173236/?t=297  
დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა. ტოჩინოშინის მეტოქე 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი 0:25-ზე ჰქონდა. ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების. სხვა ლიდერთა სია ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ -...
გერმანიაში სწავლის წინაპირობები ქართველი აბიტურიენტებისათვის, რომელთაც გერმანიში საბაკალავრო საფეხურის გავლა სურთ მოქმედებს შემდეგი წესები:   ა) მათთვის  ვინც 2009 წლის შემდეგ აიღო ატესტატი თორმეტწლიანი საშუალო სკოლის ატესტატით ქართველ აბიტურიენტს უფლება ეძლევა ჩაირიცხოს გერმანიაში  უნივერსიტეტის მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de )და ერთი წლის შემდეგ  გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატის პირველ კურსზე. თუკი  გერმანიაში სწავლის გაგრძელებით...
ყოველ დილას ნიუ-იორკში სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის დამყარებაზე ზრუნვით იწყებს, თანაც ქალაქის იმ უბანში მუშაობს, სადაც კრიმინალი მაღალია, სამუშაო დღე - მძიმე და სტრესულია, თუმცა თავისი საქმე ძალიან უყვარს და ამაყობს, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ეს 25 წლის გიორგი ერისთავია, რომელიც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში 2017 წლის ივნისიდან მუშაობს. რამდენიმე...
matchtv.ru-მ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მცველების ხუთეული დაასახელა და მათგან ორი ქართველი აღმოჩნდა – საბა კვირკველია და გიორგი ჯიქია. მოსკოვის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ნაკრების მცველი კვირკველია Matchtv.ru-მ ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დაასახელა, ხოლო რუსეთის ნაკრებისა და “სპარტაკის” უკანახაზელი ჯიქია – მეხუთეზე გაიყვანა. „საჩემპიონო გასახდელში “ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ქართველის როლი ყველაზე საინტერესოდ ახსნა: “შენ გარეშე...
ართველმა მცველმა აზიის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი გიორგი გველესიანი წელს ირანში გადავიდა და ამ ქვეყანაში კარიერას წარმატებით აგრძელებს. ის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის, "ზობ აჰანის" წევრია და წელს აზიის ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშობს, და არა მხოლოდ თამაშობს - გუშინ მან ამ ტურნირში, 90-ე წუთზე, გამარჯვების გოლი...
"საფრანგეთის ქართული სათვისტომო"ს პროექტის "ფესვები" ფარგლებში, საფრანგეთში 20 იან წლებში ჩამოსული ქართველების შთამომავლები (მე 4 ე თაობა) ესტუმრება წელს საქართველოს, ზოგი პირველად. იხილეთ რეპორტაჟი რომელიც ამ მიმართულებით და სათვისტომოს დახმარებით გააშუქა იმედის ტელევიზიამ. 100 ქართველი 100 წლის შემდეგ Retrouve Ta Georgie - ფესვები https://www.youtube.com/watch?v=-CouHPFqeHU&index=3&list=PLMys-CD6bNrJmlrUh8D8n0PDNVYFvOqs6
ქართული ეკლესია ქალაქ ვიტორიაში  გიორგი ქართველის რეპორტაჯი! https://www.youtube.com/watch?v=rKo2XY59iUQ&feature=youtu.be   ასევე შედით ნახეთ და დაალაიქეთ გიორგი ქართველის ბლოგი:https://www.facebook.com/gesgiusblog/