მიხეილ სააკაშვილი დიასპორის მიმართულებით კვლავ აქტიურდება. გავრცელებული ინფორმაციის მხარდამჭერები მას ათენში ოქტომბერში ელოდებიან. tvalsazrisi.ge-ს ცნობით ათენში ის მხარდამჭერებთან შესახვედრად 11 ოქტომბერს მილანიდან ჩავა, როგორც ქართული მედია საშუალება წერს ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის ნატატო გიორგაძის განცხადების საფუძველზე ავრცელებს, ხოლო აღნიშნულ ინფორაციას ასევე ადასტურებენ ათენში მიხეილს სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფის ,,შეცვალე ათენიდან” წერვრები.
როგორც აღნიშნული საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღავვნელის მიერ გავრცელებული განცხადება იტყობინება ისინი ორგანიზებულად აპირებენ დასწრებას და წინასწარ სიებს ადგენენ. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის განცხადებით კი დანარჩენ საკითხებზე ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებს ეტაპობრივად მიაწვდიან: ,,ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხზე, ათენის საორგანიზაციო ჯგუფი გააკეთებს განცხადებას და დეტალები იქ გახდება ცნობილი. ” – აცხადებს ნატატო გიორგაძე და ნივთმტკიცებად უკვე დაჯავშნული ბილეთის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილმა ყოფილმა პრეზიდენტმა მსგავსი შეხვედრები გასული წლის თებერვლიდან ბელგიის ქალაქ ლიეჟიდან დაიწყო, სადაც აპოლიტიკურ ემიგრანტებს დასწრების, ხოლო დამოუკიდებელ მედია საშუალებებს კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ.