IOM-ს განცხადება-რას მიიღებენ საბერძნეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში?!

0
10939

როგორც ცნობილია მიმდინარე წლის 29 სექტემბერს განხორციელდა ჩარტერული რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით.რომელმაც სამშობლოში საქართველოს 149 მოქალაქე დააბრუნა.

,,საერთაშორისო ორგანიზაცია IOM-ის ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა (AVRR) ფარგლებში ორგანიზებული დაბრუნება არის შედეგი საბერძნეთის და საქართველოს მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებისა- ნათქვამია საერთასორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში.

IOM-ის საქართველოს წარმომადგენლობის განმარტებით – ,, საქართველოში ხელახალი დამკვიდრების მიზნით, ისინი(დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები) მიიღებენ სარეინტეგრაციო დახმარებას, რომელიც განკუთვნილია პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მცირე შემოსავლის მომტანი საქმიანობის დაწყებისკენ. ”