2020 წლის 15 ოქტომბერს ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა სახელმწიფო საგრანტო პროგრამის – ,,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის’’ გამარჯვებულის ნანა თევდორაძის პროექტის ,,დიასპორული ინიციატივა- ქმედითი სოციალური ნაბიჯი 2020’’ ფარგლებში ერთ-ერთი კომპონენტის, ქოლ-ცენტრის გახსნა. აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ემიგრანტებისთვის ქმედითი, ინფრომაციული მხარდაჭერის აღმოჩენა.
სტუმრებს მიესალმა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა თევდორაძე და მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მიეცა საშუალება განახორციელოს მისი წარდგენილი პროექტი.
ღონისძებას ესწრებოდნენ ელჩი დავით დონდუა, საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე და სახელმწიფო საგრანტო პროგრამის სხვა გამარჯვებულები.
ელჩმა დავით დონდუამ გამარჯვება მიულოცა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენელებს და მომავალში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ემიგრანტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებებით , დღეიდან კი ცენტრში ასევე როგორც პარტნიიორი წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა.
აღსანიშნავია რომ ათენში ქართული დიასპორის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნილ ქოლ ცენტრის საჯარო სივრცეში სხვა მასალებთან ერთად ასევე განთავსდება საქართველოს ფოსტის საინფორმაციო მასალებიც, ხოლო მის სერვისებზე ინფორმაციას ემიგრანტები მიიღებენ როგორც პირდაპირი კავშირით ასევე დისტანციურ რეჟიმში.