COVID 19 თან დაკავშირებით თესალონიკში დიპლომატიურმა უწყებამ ემიგრანტებისთვის ცხელი ხაზის ნომრები გამოაქვეყნა

0
1704

COVID-19 თან დაკავშირებით თესალონიკში დიპლომატიურმა უწყებამ ემიგრანტებისთვის ცხელი ხაზის ნომრები გამოაქვეყნა, ამის შესახებ გენერალური საკონსულოს ოფიციალურ გვერდზე განცხადება იტყობინება:

ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქში (მაკედონია-თრაკიის რეგიონი) COVID-19 შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დაგიდასტურდათ კორონავირუსი და გესაჭიროებათ გენერალური საკონსულოს მხარდაჭერა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებული ცხელი ხაზის ნომრებზე: +306973462002; +306955737000;

შეგახსენებთ რომ რამდენიმე თვის წინ თესალონიკში გენერალურ საკონსულოს სათავეში დიპლომატი ნოდარ კომახიძე ჩაუდგა, რომელმაც განსაკუთრებული პატივისცემა და კეთილგანწყობა საკუთარი აქტივობებით უკვე დაიმსახურა თესალონიკში მცხოვრები თანამემამულეების მხრიდან.