ეპისკოპოს იაკობისთვის „ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფი პარტიების გამრავლება მიუღებელია

0
5718

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობისთვის „ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფი პარტიების გამრავლება მიუღებელია, რომლებსაც არ სურთ მონაწილეობა მიიღონ სამშობლოსთვის ბრძოლაში.

მეუფე იაკობი „ნაციონალურ მოძრაობასთან” აიგივებს პოლიტიკურ ცენტრ „გირჩს” და მათ „დეზერტირებად” მოიხსენიებს. ეპისკოპოსის შეფასებით, ხელისუფლებამ მსგავსი პარტიების არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა დაუშვას. ამის შესახებ მან სოფელ ბოდბისხევის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იქადაგა

„8 წელი გავიდა და ისევ ვიძახოთ ნაცები, ერთი პარტია ხო არ გახდა?! შეხედეთ რამდენ პარტიად იქცა, გაღვივდა ახლა და ჯეჯილივით ამოვიდა. შევხედოთ, რეალურად რამდენი პარტიაა. არის თვით „ნაცონალური მოძრაობა” , „ევროპული საქართველო”, იმასაც აქვს იდეა და „ევროპულ საქართველოსაც”. კიდევ ერთი გამოეყო, ასე ვთქვათ ,,დეზერტირების პარტია” – „გირჩზე“ ვსაუბრობ. როდესაც ხელისუფლება ხარ, ასეთი დეზერტირები არ უნდა დაუშვა, არჩევნებზე გამოიყვანო. სამშობლოსთვის ბრძოლა არ უნდათ, ამიტომ ეწერებიან და გახდნენ „მღვდელმსახურები”.

მე ბოდბელი ეპისკოპოსი ვარ, მეფეებისგან ისე იყო-ხოლმე, რომ სადროშო ებარა და ბრძოლაში თვითონ გადიოდა. ეგენი რას აკეთებენ?! ვისაც ჯარიდან თავის არიდება უნდა და ცივი ნიავი არ მიეკაროს, პლიუს ნარკოტიკი, ლამის პლანტაციები აგვიშენეს აქ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა.