საქართველოს მოქალაქის პასპორტის  საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული ღირებულების საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ღირებულებასთან გათანაბრების და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბერის № 508 დადგენილების გადახედვის ერთ-ერთი ინიციატორი ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი,  იუსიტიის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აქციას,რომელიც  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან 15 ივლისამდე პასპორტების ფასდაკლებით...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ახალგაზრდებში სახელწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად და ასამაღლებლად აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა დღევანდელი საქართველო.2017 წლის 26 მაისს მეასე წლის ათვლა დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ...
 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით შენგენის ზონის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებსგულისხმობს, კერძოდ - 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. შენგენის ქვეყნებში უწყვეტად 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ უნდადატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) გასვლის შემდეგ.  მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული,ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები,  მოკლევადიანი  სასწავლო  და გაცვლითი პროგრამები /ტრენინგი,  კურსები,  კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში  მონაწილეობა და  სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტისხანგრძლივობა არ  უნდა  აღემატებოდეს  90 დღეს.უვიზო რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ანსხვა მიზნით. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ამჟამად არ განიხილება, თუმცა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევისა და თავშესაფრის პროცედურებით ბოროტადსარგებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს საკითხი წამოიჭრას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაშიგასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის.  საქართველომ რთული და გრძელი გზა გაიარა, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება მოეპოვებინათ. ეს საერთო მონაპოვარია, რომელსაც ერთად უნდა გავუფრთხილდეთ".
,, მისასალმებელია და მისაბაძი. ხელისუფლებას მუდამ უნდა ედოს ხელი მოსახლეობის მაჯაზე. საზოგადოება არასოდეს ცდება ." - აღნიშნული შეფასება ემიგრაციაში მცხოვრებმა მამუკა გუნცაძემ მას შემდგომ  გააკეთა რაც ცნობილი გახდა რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და კანონპროექტებში ცვლილებების ინიციატორმა არჩილ თალაკვაძემ  ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ  მიიღო გადაწყვეტილება და გამოვიდა ინიციატივით „საქართველოს სისხლის სამართლის...
,,სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები უფრო და უფრო გაძლიერდეს." - ეს განცხადება დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში გააკეთა: ,, ქართულ საელჩოებს და საკონსულოებს აქვთ მნიშვნელოვანი ფუნქცია, თუმცა ამ ფუნქციის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე, ხშირად, ჩვენი ოჯახებიდან ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი რჩებათ ყურადღების...
 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საკომიტეტო განხილვაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ...
,, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ეს არის დიდი უზნეობა და უსამართლობა და იმედი მაქვს ოთხივე საპარლამენტო ძალა, ამ ე.წ. კანონის პროექტს თავზე გადაახევს მის ავტორს ვინც არ უნდა იყოს ის და თუ ამას არ გააკეთებს ეს საპარლამენტო ძალები გავაკეთებ მე ემიგრანტებთან ერთად ! - აცხადებს ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის...
,, სავიზო რეჟიმის დარღვევა არც ერთ ქვეყანაში არაა სისხლის სამართლის დანაშაული" -  განაცხადა ტელეკომპანია იბერიას ეთერში გადაცემა “ახალი ამბები არჩილ გამზარდიას ერთად ”  სტუმრობისას საქართველოდან უცხოეთში წასვლის მსურველებისათვის კანონის გამკაცრებასთან  დაკავშირებული საკითხების შესახებ მომზადებულ გადაცემაში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტმა ზაალ სარაჯიშვილმა.  მისი თქმით  აღნიშნული კანონპროექტის ის მუხლები, რომლებთან დაკავშირებითაც...
ტელეკომპანია იბერიას ეთერში გადაცემა "ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან" საქართველოდან უცხოეთში წასვლის მსურველებისათვის კანონის გამკაცრებასთან  დაკავშირებულ საკითხების შესახებ ისაუბრეს. გადაცემაში მონაწილეობა მიიღეს: დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაალ სარაჯიშვილმა,  ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა და ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ღლონტმა. https://www.facebook.com/diasporaqartuli/videos/754862518054485/?hc_ref=ARQ4-6NohAY4qWeB2L2DossZwXKaR94eG5UJeKVXduI5DpwKW24zPNhliEl31ClNy0M
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში უცხოეთში მყოფი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლების უმოქმედობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ მათ ემიგრანტების პრობლემები არ იციან, ვინაიდან არ აინტერესებთ და არ აწარმოებენ მათთან პრობლემურ საკითხზე შეხვედრებს. მისი თქმით დიასპორულ ორგაიზაციაში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს ელჩი მხოლოდ ერთხელ, საგარეო საქმეთა...