საბერძნეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი და დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის პრეზიდენტი, და საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ემიგრანტები დემოკრატიული საქართველოსთვის " დამფუძნებელი გიორგი ოკრიბელაშვილი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2012 წლის 11 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და დღეს პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძემ მიერ გამოცემულ ბრძანებულება  №158 ახსენებს და აცხადებს რომ განცხადებით დღემდე  გრიგოლ ვაშაძის...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ახალგაზრდებში სახელწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად და ასამაღლებლად აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა დღევანდელი საქართველო.2017 წლის 26 მაისს მეასე წლის ათვლა დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ...
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს და პარალემნტში გასახილველ კანონპროექტზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს მის შენარჩუნებაზე. მისივე თქმით,...
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სახელწოდების მქონე სტრუქტურას ძირითად ამოცანებად განსაზღვრული  აქვს ქვეყნის შიგნით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა, მის კომპეტენციაში შედის ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევების განხორციელება და უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების...
თქვენი წარმომადგენლობა საკმაოდ დიდი ხანია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოს დიდი დიასპორა ჰყავს იტალიაში, ეს მნიშვნელოვანი თემია, მნიშვნელოვანი, აქტიური დიასპორაა და ეს დიასპორა გვეხმარება მილანის თანამედროვე ცხოვრების ხორცშესხმაში, – ამის შესახებ მილანის მერმა ჯუზეპე სალამ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. საკონსულოს გახსნის ოფიციალურ...
როგორც Diaspora.ge -სათვის გახდა ცნობილი ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი ბრიუსელში მსოფლიო ინტერნაციონალური კომიტეტის წევრი ორგანიზაცია გახდა, რაც პირველი საერთაშორისო აღიარება და მიღწევაა ქართული დიასპორული ორგანიზაციების და მთელი ქართული დიასპორის ისტორიაში.  აქვე გთავაზობთ ქართული დიასპორისა და ემიგრაციისადმი ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთა მიმართვას: ,, მსოფლიოში გაბნეულო, ჩვენო საყვარელო ქართველო ემიგრანტებო, გვაქვს პატივი მოგახსენოთ,რომ...
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ზვიად კვაჭანტირაძეს „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე შენიშვნები აქვს, რის გამოც კანონპროექტის ინიციატორებიდან საკუთარი ხელმოწერის ბათილად ცნობას ითხოვს. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა, რომლის ერთ-ერთ ავტორად, საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად, ზვიად კვაჭანტირაძეც იყო მითითებული. პირველ არხთან საუბარში კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ პროექტი უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონო მიგრაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე...
,, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ეს არის დიდი უზნეობა და უსამართლობა და იმედი მაქვს ოთხივე საპარლამენტო ძალა, ამ ე.წ. კანონის პროექტს თავზე გადაახევს მის ავტორს ვინც არ უნდა იყოს ის და თუ ამას არ გააკეთებს ეს საპარლამენტო ძალები გავაკეთებ მე ემიგრანტებთან ერთად ! - აცხადებს ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის...
ქართულ დიასპორის როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი- კახა კალაძემ ეს განცხადება ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გახსნისას გააკეთა. ფესტივალი კი თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი შორეცმა გახსნეს და  თბილისის მერმა ბელარუს ხალხს ფესტივალის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა: „ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის...
ირაკლი ღლონტი უკრაინის ქართული დიასპორის პრეზიდენტთან, ნიკოლოზ გუგეშაშვილთან ერთად ახალი ინიციატივით გამოდის და ქართული დიასპორის თვითმმართველობის ფორმირების აუცილებლობას ხედავს. მისი განცხადებით: ,, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ხალხის უფლებებისა და ინტერესების დაცვა ჩვენი უპირველესი მიზანია, სწორედ ამიტომ, უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ და ავამოქმედოთ ის მექანიზმები, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს ჩვენს მიერ...