19 აპრილს ევროპაში პირველი ქართული ბრენდული ღვინის, „მეღვინეობა ხარებას“ მაღაზია იტალიის ქალაქ ბარიში გაიხსნა. ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას, დიპლომატები, ბარის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ქართული დელეგაცია ესწრებოდა. ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ოფიციალურად გააცნეს იტალიის ღვინის მაღაზიის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმები. გალა-ვახშამზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს „მეღვინეობა ხარებას“, როგორც ქართული ტრადიციული ასევე ევროპული მეთოდით...
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მეხუთე კლასის მოსწავლის ნახატები ლუქსემბურგში გამოიფინება. 10 წლის ქუთაისელი გოგონას თამარ ნოზაძის ნამუშევრების გამოფენა ლუქსემბურგის სასახლეში მოხდება. მან საერთაშორისო პროექტში „დახატე მშვიდობა“ მიიღო მონაწილება, სადაც ქართველი მხატვარი საუკეთესო მონაწილეებს შორისაც დასახელდა. მაისის თვეში მისი ნამუშევრები, ასევე, გამოიფინება პარიზში, სადაც იგი სპეციალური მიწვევით გაემგზავრება. თამარ ნოზაძემ აპრილის თვეში...
,,ათენის ქართული სახლი’’  დარეჯან ღამბაშიძის ხელმძღვანელობით 15 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებითსაქველმოქმედო საღამო გაიმართა – “ქართველი ემიგრანტი პოეტების ფესტივალი”. საღამოს სტუმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი პოეტები. ღონისძიება ყოველწლიურად დედაენის დღეზე ჩატარდება და ტრადიციული  გახდება. ამ წლის სხვადასხვა ქვეყნიდან პროექტის სტუმრები არიან: ხათუნა შავგულიძე, საიდ მულიანი, ჯიმშერ ბედიანაშვილი, ირმა შიოლაშვილი, ზურაბ...
პარასკევს, 20 აპრილს ჩემი ცოლის დაქალების მე-13 სეზონი იწყება! ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას- 23:00 საათზე, რუსთავი2-ზე იხილეთ მე 13ე სეზონის თიზერები : ჩიკა: https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/videos/2075567052496315/?__xts__%5B0%5D=33.%7Blogging_data%3A%7Bpage_id%3A244957212223984%2Cevent_type%3Aclicked_all_page_posts%2Cimpression_info%3AeyJmIjp7InBhZ2VfaWQiOiIyNDQ5NTcyMTIyMjM5ODQiLCJpdGVtX2NvdW50IjoiMCJ9fQ%2Csurface%3Awww_pages_home%2Cinteracted_story_type%3A565413710334575%2Csession_id%3Adad8004b037f9ba866ac13a05f6dd504%7D%7D   გრიშა:   https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/videos/2075600152493005/   შავლეგო : https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/videos/2075584245827929/   და სოციუმისთვის აკტუალური თემები ... https://www.facebook.com/chemicolisdaqalebi/videos/2075602222492798/
ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველია. ვულოცავთ გიორგი წამალაშვილს და ცისანა გიორგაძეს! ბევრჯერ გვეამაყოს თქვენი წარმატებით მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენებზე.  
გიორგი მღებრიშვილი ,,ფეისბუქის“ საზოგადოება კარგად იცნობს. მოკლე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მის ვიდეოებს ძალიან ბევრი ნახვა, გაზიარება, ლაიქი და კომენტარი აქვს. პოზიტიური, მხიარული და მიზანდასახულია.  ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და აპირებს, იქ გააგრძელოს საქართველოს სახელით მოღვაწეობა. გარდა იმისა, რომ კარგი იუმორი აქვს, კარგადაც მღერის  ბედი ესპანურ ,,ვოისში“ სცადა  და საუკეთესო...
გაიცანით მუსიკოსი, კლარნეტისტი ლევან ცხადაძე, რომელიც უკვე 13 წელია ოჯახთან ერთად ამსტერდამის შუაგულში ცხოვრობს და მან ჰოლანდიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესია შეიძინა. თუ ამსტერდამში მოხვდებით აუცილებლად შეიარეთ რესტორანში “ბატონი ხინკალი” და ხინკალთან ერთად, ვაიფაის პაროლი იკითხეთ. უყურეთ მთლიან ინტერვიუს: https://www.facebook.com/MOVEMENTTV/videos/374232989653307/   წყარო: The Movement TV
 საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ  დაუკავშირდეთ:info@satvistomo.de.  კონკურსის პირობები კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის...
რამდენიმე დღის წინ ბერძენმა მომღერალმა ნიკოლეტა კონსტანტინიდუმ, სოციალური ქსელის საშუალებით მსმენელს აუწყა , რომ ის უახლოეს დღეებში ათენში ქართულად შეასრულებს სიმღერას ერთ-ერთ ცნობილ, ქართული ესტრადის ვარსკვლავთან.   კითხვაზე თუ რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც ქართველ მომღერალთან ერთად სიმღერა, ნიკოლეტამ უპასუხა რომ ის თავს მხოლოდ ბერძენად არ აღიქვამს და მიაჩნია რომ...
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამართულ კონცერტზე დაუკრავს. მსოფლიოში აღიარებული 38 წლის ქართველი მუსიკოსი სოლისტის რანგში მიიწვიეს და ის სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ნობელიის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საკონცერტო საღამოს კარინა კანელაკისი უდირიჟორებს.