როგორც  საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორული პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხების დაბალი ათვისების საკითხით დაინტერესდა. მას შემდგომ რაც საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინეს, სადაც  ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის...
„თანამედროვე სამყაროსთვის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები სერიოზული გამოწვევაა. ყველა წამყვანი დემოკრატიული ქვეყანა, ბოლო წლებში, მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს კანონმდებლობაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ, არც საქართველოს მაგალითია გამონაკლისი. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ამ კუთხით. კერძოდ, შემოთავაზებულია ერთგვარი გამკაცრებული მიდგომები...
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტულ სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის ბოლო თვეებში გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, მიმდინარე წლის 17, 24 და 31 მაისს, შესრულდება პირდაპირი ჩარტერული რეისები სეული-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის საშუალებით, საქართველოს...
საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც უცხოელებზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცედურაში სიახლეებს ითვალისწინებს. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა. კანონპროექტზე მუშაობაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი არალეგალური მიგრაციის პრევენციის...
პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს, რომ დაიცვას გამოხატვის უფლება და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. „მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს, ამ წუთში შეკრებილი არიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს მთელი დღე და გუშინ პოლიცია აკეთებდა მაქსიმუმს, რათა...
,, მისასალმებელია და მისაბაძი. ხელისუფლებას მუდამ უნდა ედოს ხელი მოსახლეობის მაჯაზე. საზოგადოება არასოდეს ცდება ." - აღნიშნული შეფასება ემიგრაციაში მცხოვრებმა მამუკა გუნცაძემ მას შემდგომ  გააკეთა რაც ცნობილი გახდა რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და კანონპროექტებში ცვლილებების ინიციატორმა არჩილ თალაკვაძემ  ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდგომ  მიიღო გადაწყვეტილება და გამოვიდა ინიციატივით „საქართველოს სისხლის სამართლის...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის  #ROADMAP2EU   -ს დამტკიცებას აფასებს და აცხადებს:,,დავამტკიცეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა #ROADMAP2EU. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირში მეტი ინტეგრაციით. იგი გულისხმობს მეტ ინსტიტუციურ, სექტორულ, საკანონმდებლო, ფიზიკურ დაახლოებას ევროპულ სივრცესთან, მეტ ევროპულ...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ინიციატივით კანონის ის ნაწილი, რომელიც  საზღვარგარეთ თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებული ვერსია წარდგება. „რაც შეეხება სისხლის სამართლის ნაწილს, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეეხებათ. შესაბამისად, ჩანაწერი, რომელმაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება,...
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა და იქვე მოაყოლა იდეა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს. - ქალბატონო გუგული, სოციალურ ქსელში მიგითითებენ, საკუტარ ჭარბ წონას მიხედოსო... - ყველა საკუთარი...
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განცხადება გაავრცელა და აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია ემიგრანტების აღშფოთება და მით უფრო მის მისამართით ვინაიდან მისი მოსაზრებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს იცავს და აცხადებს:,, საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა შემცირდეს უკანონო მიგრაცია და ამის შედეგად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის...