2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოაცხადა და მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო,ხოლო შერჩევის დასკვნით ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული სპეციალური კომისიამ მიმდინარე წელს 76 კონკურსანტიდან ხმათა უმრავლესობით 15...
დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს. კანონპროექტები სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა წარადგინა. საიდანაც ცნობილი ხდება რომ 2019 წლის ბიუჯეტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების - საელჩოებისა და საკონსულოების ხარჯები იზრდება და ის 2019 წელს 100,245 მლნ. ლარს შეადგენს. აღსანიშნავია...
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით წინა წელთან შედარებით 800 000 ლარით იზრდება დიასპორული პოლიტიკის მიმართულების დაფინანსება და ის 2 200 000 ლარს გახდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კუთხით დაგეგმილია დიასპორისათვის საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა პროექტების და ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, პროექტი „იყავი შენი...
პრემიერ-მინისტრმა სრულიად საქართველოს და განსაკუთრებულად ემიგრანტებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.
„მინდა მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს, ჩვენს მრავალეთნიკურ ერს განსაკუთრებით კი ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო სვეტიცხოვლობა. სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცის და ამავე დროს, ეს არის სიმბოლო ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის.კიდევ ერთხელ მსურს, თითოეულ თქვენგანს მივულოცო დღევანდელი დიდებული დღესასწაული. ღმერთმა დალოცოს საქართველო“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ლაშა დარსალია დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალია 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მას აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება, კერძოდ ის იკავებდა საქართველოს დაზვერვის სამსახურში ანალიტიკური დირექტორატის...
ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე დავით დონდუა დაინიშნა.მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია რომ ის საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში ინიშნებოდა საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, თუმცა დღეს პრეზიდენტის ხელმოწერით ავსტრიის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესებას შეეცდება. საქართველოს...
,,ქართული ენის შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში უდიდესი საქმეა და ეს საკითხი 2019 წელს გაცილებით მაღალ პრიორიტეტში იქნება წარმოდგენილი. განათლების რეფორმის მთავარი პუნქტია სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია და შენარჩუნება ჩვენს დიასპორაში. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი უკვე ჩაიდო მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ დიდ საქმეს აკეთებს,...
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.პრემიერმა პატივი მიაგო ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას.
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას ეს თანამდებობა პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში...
17 სექტემბერს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოში ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, სოფლებში გოჩა-ჯიხაიშსა და ივანდიდში მცხოვრებ სამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის სასკოლო და ბაღის ასაკის 12 ბავშვს სასკოლო ჩანთები და საჭირო ნივთები მიუტანა.ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბერძნეთში ქართველი ემიგრანტების ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმა და განხორციელდა, საქველმოქმედო საჩუქრების...
„ჩვენ ვართ მთლიანად ფოკუსირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში, ციფრულ ეპოქაში“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეკონომიკაში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა საქართველოს მთავრობისთვის აბსოლუტურ პრიორიტეტს...