Home ევროკავშირი

ევროკავშირი

. ოთხი წელია, გრძელდება ქართველი ხალხის შანტაჟი, თუმცა ყველამ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ წამოეგება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბარიც არის ქართველი ხალხის დაშანტაჟების მორიგი მცდელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლას შეეხებოდა.
საბერძნეთის მიგრაციის მინისტრი მაკის ვორიდისი დეპორტირებული მიგრანტების მცირე რაოდენობის გამო შეშფოთებულია და წუხს . მისი თქმით 74,000-ზე მეტი დაპატიმრებული არალეგალური მიგრანტიდან მხოლოდ 2,500 გააძევეს საბერძნეთიდან , რაც მას მიაჩნია რომ ძალიან მცირე რაოდენობაა და მიზეზად არსებული საემიგრაციო კანონის ბოროტად გამოყენებას...
პარიზის მახლობლად ევროპელი პატრიოტების შეკრებაზე იტალიის ვიცე-პრემიერმა და პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ თავის გამოსვლაში მიგრაცია ევროპის „საფრთხედ“ შეაფასა და განაცხადა რომ : „ჩვენი შვილებისთვის საფრთხე არის არალეგალი მიგრანტების შემოსევა, ძირითადად ისლამისტების, რომლებიც ბრიუსელის ჩუმი თანხმობით არიან ორგანიზებულები და დაფინანსებულნი“, - განაცხადა მან ტრიბუნიდან და ევროპელ „პატრიოტებს“,...
მზად ვარ, ყველა ხელმისაწვდომი მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რომ უკანონო მიგრაციის რისკი მინიმუმამდე შევამციროთ, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ტუსკის თქმით, საჭიროა უმრავლესობა, რათა შეიზღუდოს ან შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის, საქართველოსთან.„კარგად ვიცი,...
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს. ამის შესახებ ტუსკმა ოთხშაბათს, პოლონეთის პარლამენტში მიგრაციის შესახებ საუბრისას განაცხადა, სანამ მთავრობისგან გადამწყვეტ ნდობის ვოტუმს მიიღებდა. "სხვათა შორის, ჩვენ ვქმნით აუცილებელ...
გერმანიის ახალი მთავრობის ახალი წესების თანახმად - მიგრანტებს საზღვრებზე აბრუნებენ. გერმანიის შინაგან საქმეთა ახალმა ფედერალურმა მინისტრმა, ალქსანდერ დობრინდტმა გასცა ბრძანება ყველა იმ მიგრანტის უკან გაბრუნების შესახებ, რომლებსაც არ აქვთ საბუთები. გამონაკლისი მხოლოდ ე.წ. „მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ არის დაშვებული. ფედერალურმა პოლიციამ ამ ბრძანების აღსრულება...
ევროკავშირის მარეგულირებელმა „ტიკტოკი“ 530 მილიონი ევროთი დააჯარიმა მომხმარებელთა მონაცემთა დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის. ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიაში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიის, ByteDance-ის საკუთრებში არსებულმა „ტიკტოკმა“ ვერ აჩვენა, რომ ევროკავშირის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, რომელთა ნაწილზე ჩინეთში პერსონალს ჰქონდა წვდომა, დაცვის მაღალი დონით სარგებლობს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის კანონმდებლობით.
გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი მიმართვიანობის მაჩვენებელი 13%-ით შემცირდა და 912,000 განაცხადი შეადგინა. EU-ს წევრ ქვეყანას თავშესაფრის მისაღებად 2024 წელს ყველაზე ხშირად სირიიდან წამოსული ლტოლვილები მიმართავდნენ, საერთო ჯამში 148,000 მოთხოვნით, რაც მთლიანი რაოდენობის 16%-ია. Eurostat-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემების...
ნაპოლში არალეგალური მიგრაციის მართვის საკითხზე შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი და Frontex-ის აღმასრულებელი დირექტორი ჰანს ლეიტენსი, საბერძნეთის მიგრაციის და თავშესაფრის მინისტრი მაკის ვორიდისი, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი, ესპანეთის მიგრაციის საკითხების მინისტრი ფერნანდო გრანანდო-მარლასკა გომესი, კვიპროსის მიგრაციის მინისტრი ნიკოლაოს იოანიდისი და მალტის მიგრაციის...
„ჩვენ გვაქვს ძლიერი გეგმა, რომლითაც ერთობლივად წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას წინ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა, რომელსაც, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში კანცლერად დაამტკიცებენ. გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიული ბლოკი და „სოციალ-დეომკრატიული პარტია“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. პარტიებმა ბუნდესტაგში გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციური...