ემიგრანტის ნაამბობი შვეიცარიაში საერთაშორისო თავშესაფრის მდგომარეობისა და წესების შესახებ

0
8455

სოციალურ საჯარო ქსელში ,,ქართველები შვეიცარიაში “ ავტორობით გავრცელდა ინფორმაცია თანდართული სურათებით, სადაც აღწერიალია სოფელ ვალორბეში (Vallorbe) არსებული საერთაშორისო თავშესაფრის მდგომარეობა, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ,,მოგესალმებით მეგობრებო მინდა აგიხსნათ რა ხდება შვეიცარიის (აზულში) თავშესაფარში,
ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ვინც შვეიცარიაში თავშესაფარს ითხოვს ვერ უძლებს აქაურ სისტემას და უკან ბრუნდება საქართველოში და რატომ?
შვეიცარიაში ვინც ჩამოდის მიდის საემიგრაციო ცენტრში საცა ბარდება ეს ადგილი სოფელ ვალორბეში (Vallorbe) მდებარეობს რკინიგზის ვაგზლიდან ხელ მარჯვნივ დაახლოებით 400 500 მეტრში მისვლის თანავე კარებში დაცვას დაინახავთ რომელიც მოგესალმებათ და პასტა და ფურცელს გაძლევთ სადაც წერთ თქვენ სახელსა და გვარს და მოქალაქეობას რომელი ქვეყნიდან ხართ,შემდეგ შეყავხართ ოთახში და გაშიშვლებენ და გამოწმებენ მთელ ოჯახს ასევე ჩხრიკავენ თქვენს ნივთებს დოკუმენტებს ჩამოგართმევენ და შიგნით გიშვებენ ცენტრი ციხეს გავს 2 დღე სადამ ანაბეჭდებს და ფოტოებს არ გადაგიღებენ ვერ გამოდიხარ გარეთ, შემდეგ კი შეგიძლია დილით გამოხვიდე და საღამოთი უნდა დაბრუნდე ასევე შეგიძლია დარჩე და ცენტრში იყო,
რა ხდება ცენტრში დილით 6 საათზე გაღვიძებენ ჩაი და 2 ნაჭერი პური პატარა წუპიკებში კარაქი და ჯემი რომ მიირთვა ეს ყველაზე გემრიელია რაც მანდ არის საჭმელი სხვა საჭმელებს შუადღით და საღამოს 80 % ვერ ჭამს,  სამზარეულოს დალაგება სავალდებულოა თუ არ დაალაგებ ჯარიმის სახით 2 დღე კეტავენ და შენობის გარეთ არ გიშვებენ, ცენტრში საჭმლის შეტანა აკრძალულია, რაც შეეხება ძილს დიდი ოთახებია დგას ორ სართულიანი რკინის საწოლები და ყველა ქალებს ერთად ძინავთ ანალოგიურად კაცებსაც ოღონდ სხვა სართულზე, ვანა ტუალეტი საერთოა და ათასი რჯულის ტოლვილი ხმარობს, ჰიგიენას რაც შეეხება გაძლევენ ყველაზე დაბალი ხარისხის შამპუნს კბილის პასტას და ჩოთქს ( ამ პროტუქციას შვეიცარიელები არ ხმარობენ)ანაბეჭდების აღების შემდეგ ცენტრში არის დიდი დაფა სადაც აკრავენ ნომრებით ინფორმაციას ვინ სად მიდის და სად გადაანაწილებენ (ანუ ყველა დანომრილია ) ამ ცენტრში აბარებ ინტერვიუს ანუ გასაუბრებას და ყვები რატო სთხოვ თავშესაფარს, შემდეგ ელოდები პასუხს პასუხი შეიძლება ცენტრშივე მოგივიდეს ან რომ გადაგიყვანენ საერთო საცხოვრებელში იქ მოგივიდეს, ცენტრში კანონით უფლება აქვთ 3 თვეც გაგაჩერონ, როცა კანტონი მოგდის ანუ დაფაზე გამოაკრავენ თქვენ ნომერს და გამგზავრების დრო დგება საერთო საცხოვრებელში თქვენ არიცით სად გიშვებენ შვეიცარიაში 26 კანტონია სად მოხვდები არ იცი ყველგან სხვადასხვა კანონები აქვთ .
აც შეეხება სოციალს და საერთო საცხოვრებელს უმეტესათ ძველ შენობებში გიშვებენ და ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან მოშორებით ყველა ცენტრს თავისი წესები აქვს გაძლევენ პატარა ოთახს თუ მარტოხართ მოგიწევთ სხვა ეროვნების მოქალაქესთან ცხოვრება თუ ოჯახით თქვენს ოჯახთან მარტოხელა მამაკაცებს ბუნკერში უშვებენ 80 % თუ ავადმყოფია იმათ საერთო საცხოვრებელში თუ გაგიმართლად შესაძლოა ხელსაბანი ოთახში ქონდეთ მაგრამ მედწილად ყველგან საერთო ვანა ტუალეტია, ყოველ საღამოს დაცვა გიკაკუნებთ და გამპწმებთ სახში ხართ თუ არა რადგან 5 დღეზე მეტი თუ დატოვე ოთახი დაკარგულად ჩაგთვლიან და გაგიუქმებენ ყველაფერს, როგორც მოგახსენეთ ბევრი ოთახები ძველია და გაურემოტებელი ხშირად ოთახებში რწყილები და ტკიპებია არის ანტისანიტარიული შემთხვევებიც გააჩნია სად მოხვდები.

  ვიზიტი ანუ სტუმრის მიღება საერთო საცხოვრებელში სტუმრის მიღება 10:00 საათზმდე შეგიძლია ვინმე რომ დარჩეს აკრძალულია, თუ დაარღვევთ ამ წესს შესაძლოა საჯარიმო ხაიმზეც მოხვდეთ საცა მხოლოდ გაჭმევენ, რაც შეეხება დაფინანსებას ზოგან გაჭმევენ ზოგან თანხას გაძლევენ და თავად ყიდულობ საჭმელს თანხა ძალიან ცოტაა და გაჭირვებით გადიხარ თვიდან თვემდე, საერთო საცხოვრებელში შესაძლოა 6 თვიდან 2 წლამდე მოგიწიოთ ცხოვრება და შემდეგ ბინაზე გადაგიყვანენ.
მოკლედ ჩემო ძვირფასებო უმეტეს ქართველებს ნეგატივი მოზდით ან დატოვე ქვეყანა ერთადერთი გამონაკლ
ისი მძიმე ავადმყოფები არიან, აქ ძალიან რთული გზის გავლა უწევს ყველას ბევრი ვერ უძლებს და გარბის ამიტომ სადამ გადაწყვიტავთ საქართველოს დატოვებას კარგად აწონ დაწონეთ შეძლებთ ამ ყველაფრის გადალახვას ან გიღირთ?

    ვეცადე მოკლედ მომეყოლა აქაური სისტემის შესახებ შვეიცარია არის შვეიცარიელებისთვის ტოლვილები 100% განსხვავებულ სიტუაციაში ცხოვრობენ.