უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს და პარალემნტში გასახილველ კანონპროექტზე დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს მის შენარჩუნებაზე. მისივე თქმით,...
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განცხადება გაავრცელა და აცხადებს რომ მისთვის გაუგებარია ემიგრანტების აღშფოთება და მით უფრო მის მისამართით ვინაიდან მისი მოსაზრებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ის საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს იცავს და აცხადებს:,, საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რათა შემცირდეს უკანონო მიგრაცია და ამის შედეგად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის...
ქ-ნო ეკა მოგმართავთ ემიგრანტების სახელით -თქვენი ინიციატივით შედგენილი კანონპროექტი ემიგრანტების დასჯის რამოდენიმე მუხლი გაგვაცანით, რომელიც არის არასწორი ნაბიჯი ემიგრანტების მიმართ.  უპირვესად იქნებ დაფიქრებულიყავით იმაზე და გეკითხათ რა აიძულებთ თქვენს თანამემამულეებს ამ გადაწყვეტილების მიღებას? როტომ არ ეძებთ მიზეზს თუ რატომ დაიცალა საქართველო ქართველებისგან და რატომ გადააცილეს გადააცილეს უვიზოდ მიმოსვლის ვადებს...
როცა საუბრობთ ემიგრანტებზე, კეთილი ინებეთ და ისაუბრეთ მათი სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებზე,საქმიან წინადადებებზე ან ამ პროცესის დაწყებამდე ისაუბრეთ ამ ადამიანებისთვის მიმღებ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების ეროვნული მექანიზმების ამოქმედების ფორმირებაზე... თუ არც ერთზე არ შეგიძლიათ საუბარი და თუ მეტი უბრალოდ არ შეგიძლიათ, ისწავლეთ, გვკითხეთ და მანამდე გაჩუმდით ! ემიგრაციაში მიდიან იმისთვის, რომ ძალიან...
 ბიზნესმენი  და მმართველი პარტიის წევრმა ბენო ქაშაკაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ემიგრაციასა და ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებზე ისაუბრა და  განაცხადა რომ საქართველოდან ემიგრაციის არსებობა ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული და ემიგრაციის არსებობა მოსახლეობის გაჭირვებასთან არაა კავშირში. მისი მოსაზრებით: "ამერიკიდან გაცილებით დიდი პროცენტია მოსახლეობის წასული, ვიდრე საქართველოდან. იმიტომ კი არა, რომ...
საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ბ-ნი იოსებ ნანობაშვილი აღნიშნულ რესპუბლიკებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური კვარტალური წერილით მიმართავს,  სადაც განვლილ პერიოდს აჯამებს და საკონსულოებში არსებულ პრობლემურ საკითხებსაც ეხება.  ელჩს მიაჩნია რომ აღნიშნული პრობლემური საკითხი მისი ახალი ინიციატივით შესაძლებელია მოგვარდეს. იოსებ ნანობაშვილის აზრით მოქალაქეებმა რიგის დასაკავებლად საკონსულოში...
საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს რომლებმაც ვიზალიბერალიზაციის დარღვევა სისხლის სამართლის ნაწილად დაანონსეს.   ძვირფასო ბატონებო და ქალბატონო, პირველ რიგში მადლობას ვუხდით საქართველოს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ამჟამად დანიის ელჩს ბატონ გიგი გიგიაძეს ,რომელმაც ბოლომდე იზრუნა ვიზალიბერალიზაციისათვის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი პარლამენტის 9 დეპუტატს: არჩილ თალაგვაძეს, მამუკა მდინარაძეს, გიორგი ვოლსკს, ეკა ბესელიას, ოთარ დანელიას,...
  განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ   საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის...
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას...
როგორც Diaspora.ge-სათვის გახდა ცნობილი 2018 წელს იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მშობლიურ ენაზე მომზადებული მიგრანტის მგზამკვლევი გამოიცემა, სადაც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის საჭირო იტალიის კანონმდებლობას. ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და ამ სასიხარულო ფაქტის შესახებ კომენტარიც...